"თქვენ მარტო არ ხართ სამყაროში. თქვენს ირგვლივ ცხოვრობენ ადამიანები, ვისთვისაც უბრალო დაცემინებაც კი შეიძლება სასიცოცხლო საფრთხე აღმოჩნდეს"- ვისთვის წარმოადგენს საფრთხეს ომიკრონი?
"რამდენიმე მნიშვნელოვანი დაკვირვება მინდა გაგიზიაროთ კლინიკური პრაქტიკიდან და სულ ცოტახნით შემოვიხედავ.
ვფიქრობ, ეს ყველაფერი თანხვედრაშია ომიკრონზე ამ წუთისთვის დაგროვილ ოფიციალურ ინფორმაციასთან.
11:00 / 12-01-2022 ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი კორონავირუსის ახალ შტამ ომიკრონზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
"რამდენიმე მნიშვნელოვანი დაკვირვება მინდა გაგიზიაროთ კლინიკური პრაქტიკიდან და სულ ცოტახნით შემოვიხედავ.
ვფიქრობ, ეს ყველაფერი თანხვედრაშია ომიკრონზე ამ წუთისთვის დაგროვილ ოფიციალურ ინფორმაციასთან.
-0:02 ომიკრონით გამოწვეული კოვიდ-19 ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს სრულად აცრილებში.
ომიკრონი შედარებით ადვილად გადასატან დაავადებას იწვევს ასევე დაბალი რისკის ჯგუფის პაციენტებში. იგივეს ვერ ვიტყვით არავაქცინირებულ პაციენტებზე მაღალი რისკის ჯგუფიდან. ყოველდღიურად რასაც ჰოსპიტლებში ვუყურებთ, ჩვენთან სწორედ ამ კატეგორიის პაციენტები სხვდებიან, უმეტესად აუცრელები, ქრონიკული დაავადებების გრძელით სიით. ხშირად მესმის უსაფუძვლო არგუმენტი, რატომ ვითვლით ჰოსპიტალში სხვა პრობლემებით მოხვედრილ კოვიდ დადებით პაციენტებს ზოგად სტატისტიკაში. ეს მოსაზრება მცდარია, რადგან, ხშირად სწორედ კოვიდ-19 ხდება პაციენტებისთვის ქრონიკული დაავადებების გამწვავების ტრიგერი და ზოგიერთ შემთხვევაში მათთვის ეს ფატალურად მთავრდება. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ წუხანდელ მორიგეობაზე მიღებული მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტების შემთხვევები (ცხადია, ამას მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის ვაკეთებ და არანაირად არ შეიძლება ერთ წერტილში მიღებული გამოცდილების ზოგად დასკვნად გამოყენება) მათ უმრავლესობას პარალელურად კოვიდ-19 დაუდასტურდა. ნიუ იორკში დღეის მონაცემებით ომიკრონმა პრაქტიკულად ჩაანაცვლა სხვა შტამები. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, აქაც ომიკრონთან გვქონდა საქმე. არც ერთ მათგანს არ აღენიშნებოდა ფილტვების მძიმე დაზიანება, სავარაუდოდ, ანთებითი პროცესი რომელიც ნებისმიერ ვირუსულ დაავადებას ახლავს თან, მითუმეტეს კოვიდ-19, გახდა იმის საფუძველი რომ მათი ქრონიკული კორონარული პრობლემები მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით გართულებულიყო. ამ შემთვევაში ვირუსული დაავადება შეიძლება სხვა ქრონიკული დაავადების გამწვავების შესაძლო ტრიგერად განვიხილოთ.