ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერთან“ 2 მილიონი დოზის შესყიდვაზე მოლაპარაკებას მართავენ, ასევე, ქვეყანას გაკეთებული აქვს განცხადება იმ შემთხვევისთვის, თუ „ფაიზერს“ „ომიკრონისთვის“ სპეციფიური ვაქცინაც ექნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერთან“ 2 მილიონი დოზის შესყიდვაზე მოლაპარაკებას მართავენ, ასევე, ქვეყანას გაკეთებული აქვს განცხადება იმ შემთხვევისთვის, თუ „ფაიზერს“ „ომიკრონისთვის“ სპეციფიური ვაქცინაც ექნება

საქართველო „ფაიზერთან“ ვაქცინის 2 მილიონი დოზის შესყიდვაზე მოლაპარაკებას მართავს და გაკეთებული აქვს განცხადებაც იმ შემთხვევისთვის, თუ „ფაიზერს“ „ომიკრონის“ შტამისთვის სპეციფიური ვაქცინაც ექნება.

როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში ამ დროისთვის 550 ათას დოზამდე „ფაიზერის“, ხოლო მილიონ ნახევარი „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინაა.

„ქვეყანაში ამ ეტაპზე 550 ათას დოზამდე „ფაიზერის“ ვაქცინა გვაქვს, რომელსაც ვადა 31 მარტამდე აქვს, გვაქვს კიდევ დაახლოებით მილიონ ნახევარი „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, რომელთაც ვადა აქვთ 2023 წლის შუამდე, საკმაოდ ვადიანია. რაც შეეხება ახალ შესყიდვებს, გიდასტურებთ, რომ „ფაიზერთან“ მოლაპარაკება მიმდინარეობს ამ წელს დამატებით 2 მლნ დოზის შესყიდვასთან დაკავშირებით. მათ შორის საუბარია ბავშვების დოზებზე - განსხვავდება 5-11 წლის ბავშვების დოზები. ასევე საუბარია, რომ თუ მარტის ბოლოსთვის „ფაიზერს“ ექნება „ომიკრონის“ შტამისთვის სპეციფიური ვაქცინა, საქართველოს ამაზეც განაცხადი აქვს გაკეთებული“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.