„ფაიზერის“ ინფორმაციით, "ომიკრონის" საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის ​მზად იქნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„ფაიზერის“ ინფორმაციით, "ომიკრონის" საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის ​მზად იქნება

კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად მარტისთვის იქნება. ამის შესახებ მან „CNBC“-თან ინტერვიუში განცხადა.

მისი თქმით, მიზანი იმაშია, რომ შეიქმნას ვაქცინა, რომელიც გაცილებით უკეთესად უშლის ხელს „ომიკრონით“ დაინფიცირებას.

„ეს ვაქცინა მარტში იქნება მზად. ჩვენ უკვე ვიწყებთ მისი გარკვეული რაოდენობის წარმოებას“, - განაცხადა ბურლამ.

მანვე დასძინა, რომ ვაქცინა სხვა შტამების წინააღმდეგაც იქნება მიმართული, რომელიც ამ დროისთვის ცირკულირებს.

კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, ამ დრომდე გაუგებარია, არის თუ არა საჭირო „ომიკრონის“ ვაქცინა და როგორ იქნება ის გამოყენებული, მაგრამ „ფაიზერს“ მზად ექნება დოზები, ვინაიდან, ზოგიერთ ქვეყანას სურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დამზადდეს.

„ვიმედოვნებთ, რომ შევქმნით რაღაცას, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო დაცვას, განსაკუთრებით დაინფიცირების საწინააღმდეგოდ, რადგან ჰოსპიტალიზაციისგან და მძიმე დაავადებისგან დამცავი ახლაც არსებობს, არსებული ვაქცინებით“, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

ბურლას თქმით, უცნობია, არის თუ არა საჭირო მეოთხე დოზა და ფაიზერი ჩაატარებს ექსპერიმენტებს ამის განსასაზღვრად.