კვიპროსზე COVID-19-ის ახალი ჰიბრიდული შტამი აღმოაჩინეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვიპროსზე COVID-19-ის ახალი ჰიბრიდული შტამი აღმოაჩინეს

ის წარმოადგენს ადრე გამოვლენილი დელტა და ომიკრონ შტამების ჰიბრიდს.

კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიისა და მოლეკულური ვირუსოლოგიის მეცნიერებმა, რომელთაც გამოავლინეს დაავადების ახალი სახესხვაობა, მას „დელტაკრონი“ უწოდეს. ამის შესახებ განაცხადა ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ლეონტიოს კოსტრიკისმა, რომელიც ადრე ხელმძღვანელობდა კვიპროსის ჯანდაცვის სამინისტროს პანდემიასთან ბრძოლის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს.

მისი განცხადებით, COVID-19-ის დელტაკრონ-შტამს აქვს დელტა-ვარიანტის გენეტიკური საფუძველი, თუმცა მისი მთელი რიგი მუტაციებისა, კორონავირუსის ომიკრონ-შტამის მუტაციის ანალოგიურია. მეცნიერების განცხადებით ომიკრონს 30 მუტაცია აქვს და 10 მათგანი კვიპროსზე აღებულ ნიმუშებში ნანახს ემთხვევა.

ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ კვიპროსზე დელტაკრონი-შტამი აღმოჩენილია 25 ნიმუშში, მათგან 11 ეკუთვნის კორონავირუსით ჰოსპიტალიზირებულ ადამიანებს.