ივანე ჩხაიძე - კოვიდ 19-ის სამკურნალო მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ 5-დღიანი მკურნალობის კურსის შემდეგ 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რისკს, იმედია, ამ პრეპარატს წელს მივიღებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ივანე ჩხაიძე - კოვიდ 19-ის სამკურნალო მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ 5-დღიანი მკურნალობის კურსის შემდეგ 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რისკს, იმედია, ამ პრეპარატს წელს მივიღებთ

- იმედი გვაქვს, რომ წელს პრეპარატის მიღების შესაძლებლობა გვექნება“,- ამის შესახებ თსსუ-ს პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, ცნობილი არ არის ზუსტი ვადა თუ როდის შემოვა კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი საქართველოში. ამასთან, დასძენს, რომ კორონავირუსის მკურნალობასთან შედარებით მისი პრევენცია მაინც უპირატესია.

„სამწუხაროდ, ცნობილი არ არის ზუსტი ვადა თუ როდის შემოვა კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი. მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის 2 ანტივირუსული პრეპარატია რეგისტრირებული, ძირითადი აქცენტი კეთდება იმ პრეპარატზე, რომელიც უფრო მაღალი ეფექტურობის აღმოჩნდა.

„პაქსლოვიდი“ კორონავირუსის წინააღმდეგ თითქმის 90%-იან ეფექტურობას აჩვენებს, განსხვავებით იმ პრეპარატისგან, რომელიც პირველად იყო მიღებული. ანტივირუსული პრეპარატების რაოდენობა აუცილებლად უფრო მეტი იქნება. ძალიან ბევრი პრეპარატია შეფასების და შემუშავების სხვადასხვა სტადიაში.

„პაქსლოვიდია“ ის პრეპარატი, რომელსაც ყველაზე მეტი ეფექტურობა გააჩნია, ის აღიარებულია, როგორც ამერიკის, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებლის მიერ. ყველაზე დიდ იმედებს „პაქსლოვიდზე“ ვამყარებთ, რომელიც „ფაიზერის“ მიერ არის წარმოებული.

სავარაუდოდ, „პაქსლოვიდი“ საქართველოში შემოვა. ვადის დასახელება რთულია, ვინაიდან მთელი მსოფლიოა ამ პრეპარატის მოლოდინში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წინასწარი განაცხადი და შეკვეთა უკვე გააკეთა.

„პაქსლოვიდი“ 5 დღიანი მკურნალობის კურსის შემდეგ 89 % - ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რისკს. ძალიან ეფექტური პრეპარატია. იმედი გვაქვს, რომ წელს გვექნება ჩვენ პრეპარატის მიღების შესაძლებლობა.

თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც უმჯობესია ვაქცინაზე აქცენტის გაკეთება. კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ, მისი მიმდინარეობა მსუბუქიც რომ იყოს არის რისკი, რომ სერიოზული გართულებები დატოვოს. ხანგრძლივ კოვიდს ვგულისხმობთ, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდება. მკურნალობასთან შედარებით პრევენცია უპირატესია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ქვეყანაში ტაბლეტიზირებული დასალევიც იყოს“, - განმარტავს ჩხაიძე.