ჟანგბადის კამერა ჭკუასუსტობის რისკს ამცირებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჟანგბადის კამერა ჭკუასუსტობის რისკს ამცირებს

ისრაელის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ჰიპერბარულ ჟანგბადის კამერაში ინოვაციური მკურნალობა აუმჯობესებს ჯანმრთელ, ხანდაზმულ ადამიანებში კოგნიტურ უნარებს. თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს 64 წელს გადაცილებული 63 ადამიანის კვლევა. 33 მათგანი მკურნალობდა სამი თვის განმავლობაში ჰიპერბარულ ჟანგბადის კამერაში, ხოლო დანარჩენი 30 საკონტროლო ჯგუფში იყო.

ჟანგბადის კამერა მაღალი წნევის შენარჩუნებით აძლიერებს ტვინის მუშაობას და აუმჯობესებს კოგნიტურ უნარებს. მდგომარეობა ძირითადად გაუმჯობესდა ყურადღების ზონებში, რომლებიც მნიშვნელოვანია ყურადღებისთვის, ინფორმაციის გადამუშავების, შესრულების ფუნქციისა და ზოგადი კოგნიტური ფუნქციების შესრულების სიჩქარისათვის. ყველა ეს მაჩვენებელი ქვეითდება ასაკთან ერთად.

აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი კორელაცია კოგნიტურ ცვლილებებსა და ტვინის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას შორის გარკვეულ ზონებში. აღნიშნული მკურნალობით მოხდა პაციენტების ტვინში წვრილი სისხლძარღვების რეგენერაცია.

დეპრესია ცვლის დნმ-ს და ანომალიურად სწრაფ დაბერებას იწვევს

niusi-1-1641456757.jpg

კალიფორნიის უნივერსიტეტში აჩვენეს, რომ დეპრესიული მოშლილობის მქონე ადამიანებს აღენიშნებათ დნმ-ში ეპიგენეტიკური ცვლილებების მაღალი დონე. ამის შედეგი შეიძლება იყოს დაბერების პროცესის დაჩქარება და ნაადრევი სიკვდილის რისკი.

ანალიზი ჩაუტარდა დეპრესიული მოშლილობის მქონე 49 ადამიანის სისხლს მეთილირების (დნმ-ს ცვლილება მეთილის ჯგუფის შეერთების სახით, გენების აქტივობის შემდგომი ცვლილებით) დონის განსაზღვრისათვის. ცნობილია, რომ დნმ-ს მეთილირება იცვლება ასაკთან ერთად. ეს ადამიანის ბიოლოგიური ასაკის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

დეპრესიული აშლილობის მქონეთა შორის გამოვლენილმა მეთილირების სქემამ აჩვენა, რომ მათი უჯრედული ასაკი, საშუალოდ, მეტი იყო 60 ჯანმრთელი მოხალისისგან შემდგარ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. სიკვდილის რისკის გამოთვლისათვის გამოიყენებოდა GრიმAგე ალგორითმი, რომელიც განსაზღვრავს დარჩენილი სიცოცხლის ხანგრძლივობას. გამოირკვა, რომ დეპრესიული აშლილობის მქონე ადამიანთა ნაადრევი სიკვდილის რისკი უფრო მაღალი იყო, ვიდრე იმავე ასაკის ჯანმრთელი პირებისა. აღსანიშნავია, რომ დეპრესიული მოშლილობის მქონე ადამიანებს არ აღენიშნებოდათ გარეგნულად გამოვლენილი ასაკობრივი პათოლოგიები.