რევმატოიდული ართრიტი დემენციის განვითარების რისკ-ფაქტორია - როგორ დავიცვათ თავის ტვინის უჯრედები დაზიანებისაგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რევმატოიდული ართრიტი დემენციის განვითარების რისკ-ფაქტორია - როგორ დავიცვათ თავის ტვინის უჯრედები დაზიანებისაგან

რომელიც აუტოიმუნურ დაავადებებს განეკუთვნება. ის ძალიან გავრცლებული პათოლოგიაა.

დაავადება სახსრების გარდა გულს, ფილტვებს, კანს და თვალებსაც აზიანებს. გარდა ამისა, რევმატოიდული ართრიტი (RA) დემენციის განვითარების რისკსაც ზრდის. ( 2020 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების თანახამად).

2021 წელს ცნობილი გახდა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ის ადამიანები, რომლებსაც რევმატოიდული ართრიტი და გულის დაავადება ერთდროულად აწუხებდათ, დემენციის განვითარების რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ. აღნიშნული რისკი კლებულობს ართრიტით დაავადებულ იმ პირებში, რომლებსაც გულის პრობლემები არ აწუხებთ.

რევმადოიტული ართრიტი და დემენცია გარკვეულწილად გენეტიკურ ხასიათს ატარებს, თუმცა დაავადებები შეიძლება სხვა მიზეზითაც იყოს გამოწვეული.

ამ ორ პათოლოგიას ანთება აერთიანებს. კერძოდ, რევმატოიდული ართრიტისთვის დამახასიათებელმა ქრონიკულმა ანთებითმა პროცესებმა შესაძლოა, თავის ტვინზე(არტერიებზე) მოახდინოს ზეგავლენა. ართრიტის შედეგად შესაძლებელია თავის ტვინის სისხლმომარაგება შესუსტდეს და შედეგად ვასკულური დემენცია განვითარდეს.

კვლევის მიმოხილვისას( ჟურნალში „Cureus”), ავტორები ეჭვქვეშ აყენებენ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო პრეპარატების ეფექტურობასაც, როგორებიცაა: მეტოტრექსატი, ჰიდროქსიქლოროქინი და სულფასალაზინი.

ანტირევმატული მედიკამენტებით შესაძლოა, ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესები სრულად ვერ გაკონტროლდეს, ამიტომ დემენციის განვითარების რისკი კვლავ არსებობდეს.

როგორ დავიცვათ თავი დემეცნიისგან?

იმისათვის რომ, დემენცია ავირიდოთ თავიდან, აუცილებელია ჩვენი გონება ხშირად ვავარჯიშოთ, მაგალითად, შესანიშნავი საშუალებაა კროსვორდების ამოხსნა. სასარგებლოა წიგნების კითხვა, ენის შესწავლა, ახალი ადამიანების გაცნობა და სხვ.

ჯანსაღი ცხოვრების წესი კი, როგორც თქვენს გულს უხდება, ასევე სასარგებლოა თავის ტვინის ჯანმრთელობისთვისაც.

ჯანსაღი რჩევები თავის ტვინის ჯანმრთელობისთვის, რაც რევმატოიდული ართრიტის (RA) მდგომარეობასაც გაგიუმჯობესებთ

ჯანსაღი კვება

ხმელთაშუა ზღვის დიეტა არის ის კვების რაციონი, რომელიც თქვენს ორგანიზმს ესაჭიროება. დიეტა შედგება ბოსტნეულისგან, ხილისგან, ლობიოსგან, მარცვლეულისა და უცხიმო ცილებისგან. მიირთვით თევზი და ზეითუნის ზეთი. ხმელთაშუა ზღვის დიეტას ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, რაც ეფექტურია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, მსგავსი კვების რაციონი გვეხმარება თავის ტვინის მუშაობის გაუმჯობესებაშიც.

ფიზიკური აქტიობა

რეგულარული ფიზიკური აქტიობა თავის ტვინის სისხლმომარაგების შენარჩუნებაში გვეხმარება. აუცილებელია კვირის განმავლობაში 150 წუთი მაინც დავუთმოთ ფიზიკურ აქტიობას. თუ სახსრების ტკივილი გაწუხებთ და გიჭირთ ვარჯიში, იდიალური გამოსავალი წყლის აერობიკაა.

ძილი

ძილი მნიშვნელოვანი რგოლია თავის ტვინის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. კვლევებით დასტურდება, რომ ხანდაზმულებში, როგორც ხანმოკლე, ასევე ხანგრძლივი ძილის დარღვევები, კოგნიტური უნარ-ჩვევების დაქვეითებასთან ასოცირდება. ბევრი ძილს ყურადღებას არ აქცევს, ამ დროს კი ძალიან მნიშვნელოვანია დღეში 7-8 საათი გვეძინოს.

ალკოჰოლი და თამბაქო

შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება და დაიცავით თავის ტვინი. რაც შეეხება თამბაქოს, ის ფილტვების დაზიანებასთან ერთად, არტერიებს ავიწროებს და ამკვრივებს, რაც სისხლის მიმოქცევაზე ახდენს ზეგავლენას. თამბაქო უარყოფითად ზემოქმედებს რევმატოიდულ ართრიტზეც და დემენციის განვითარებასაც აპროვოცირებს.