კვლევის თანახმად, „ომიკრონი“ ნაკლებად აზიანებს ფილტვებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვლევის თანახმად, „ომიკრონი“ ნაკლებად აზიანებს ფილტვებს

„ომიკრონი“ ნაკლებად აზიანებს ფილტვებს. სწორედ ამიტომ, აღნიშნული შტამით ინფიცირება ნაკლებად საშიშია და მსუბუქად მიმდინარეობს.

თაგვებსა და ზაზუნებზე ჩატარებული კვლევისას აღმოჩნდა, რომ „ომიკრონი“ მხოლოდ ზედა სასუნთქ გზებზე ვრცელდება, რაც ცხვირის ღრუს, ყელსა და ტრაქეას (სასულე) მოიცავს.

კოვიდ19-ის წინა ვარიანტებს კი სუნთქვის გაძნელება და კორონავირუსული პნევმონია ახასიათებდათ. რთული მიმდინარეობისას, ინფექცია ხშირად ფილტვის ნაწიბურსაც იწვევდა.

გასული თვის განმავლობაში ათზე მეტმა კვლევითმა ჯგუფმა „ომიკრონის“ შტამი ლაბორატორიულად შეისწავლა, რათა გაეგოთ თუ როგორ მოქმედებს ის ორგანიზმში შეჭრის შემდგომ.

ნათელია რომ აღნიშნული ვარიანტი მსუბუქ ფორმებში ვლინდება.მართალია მსოფლიოში კოვიდ19-ის შემთხვევები მატულობს, თუმცა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მცირედით არის მომატებული.გასულ კვირას ამერიკელმა და იაპონელმა მეცნიერთა ჯგუფმა მოხსენება გამოაქვეყნა.

თაგვებსა და ზაზუნებზე ჩატარებული კვლევისას, „ომიკრონით“ ინფიცირებულებს მსუბუქი სიმპტომები ახასიათებდათ და ფილტვების ნაკლები დაზიანება აღენიშნებოდათ. რაც შეეხება სიკვდილიანობას, ეს მაჩვენებელიც შემცირებულია.

ყველა კვლევა, რომელიც უახლოეს პერიოდში ჩატარდა აჩვენებს, რომ „დელტა“ ვარიანტი და კოვიდ19-ის სხვა შტამები გაცილებით აგრესიულია და რთულ ფორმებში ვლინდება, ვიდრე „ომიკრონი“.