ემანუელ მაკრონი არავაქცინირებულ ადამიანებზე - მინდა, რომ მათ დისკომფორტი შევუქმნათ და ჩვენ ამის კეთებას ბოლომდე გავაგრძელებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ემანუელ მაკრონი არავაქცინირებულ ადამიანებზე - მინდა, რომ მათ დისკომფორტი შევუქმნათ და ჩვენ ამის კეთებას ბოლომდე გავაგრძელებთ

„მინდა, რომ დისკომფორტი შევუქმნა მათ და ჩვენ ამის კეთებას განვაგრძობთ ბოლომდე“, -აღნიშნა პრეზიდენტმა ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის ვაქცინაციას არავის დააძალებს, მას სურს, რომ ადამიანების აცრისკენ წახალისება მათი ყოველდღიური აქტივობების შეზღუდვის ხარჯზე მოხდეს.

,,არავაქცინირებულ ადამიანებს საპყრობილეში არ გავგზავნით. თუმცა, მათ უნდა ვუთხრათ, რომ 15 იანვრიდან რესტორანში წასვლას ვეღარ შეძლებენ, ვერც ყავის დასალევად წავლენ, ვერ წავლენ კინოში და თეატრში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პოლიტიკური ოპონენტების შეფასებით, უხეში ენა, რომელიც ემანუელ მაკრონმა გამოიყენა პრეზიდენტის შესაფერისი არ იყო. პრეზიდენტის კომენტარი პარლამენტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ კოვიდ საშვებთან დაკავშირებული კანონპროექტის გადადებას მოჰყვა.

კანონპროექტის მიხედვით, არავაქცინირებული ადამიანებისთვის უამრავი აქტივობა უნდა შეზღუდულიყო. მისი დამტკიცება კენჭისყრით ამ კვირაში იგეგმებოდა, თუმცა აღნიშნულმა ინიციატივამ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებში უკმაყოფილება გამოიწვია. გარდა ამისა, რამდენიმე ფრანგმა პარლამენტარმა აღნიშნა, რომ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით სიკვდილის მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს.