მეცნიერების მიერ წარმოდგენილი ISRIB საშუალება ტვინთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას მოაწესრიგებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერების მიერ წარმოდგენილი ISRIB საშუალება ტვინთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას მოაწესრიგებს

პრეპარატი ცნობილია როგორც ISRIB. მან უკვე აჩვენა თავისი ეფექტურობა თავის ტვინის ტრავმის შემდგომ მეხსიერების აღდგენის პროცესში, დაუნის სინდრომის დროს კოგნიტური პრობლემების მოხსნაში, ხმაურით გამოწვეული სმენის დაქვეითებაში, გარკვეული ტიპის კიბოს დათრგუნვასა და კოგნიტური უნარების გაძლიერებაში ახალგაზრდა სახეობებში.

ISRIB-ზე ლიცენზიის მქონე კომპანია Calico-ს განცხადებით, აღნიშნული საშუალება ეფექტურია შუბლ-საფეთქლის დემენციის, ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებებისას, გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზის, კოგნიტური მაჩვენებლების ასაკობრივი ცვლილებებისას, გაფანტული სკლეროზის, ტვინის ტრავმული დაზიანების, დაუნის სინდრომისას.

მეცნიერებმა აჩვენეს თავის ტვინისა და იმუნური პროფილის სწრაფად აღდგენა ასაკოვან თაგვებში. პრეპარატი მოქმედებს იმ პრინციპით, რომ ხანდაზმული ტვინი სრულად არ კარგავს ძირითად კოგნიტურ უნარებს. ჯერ კიდევ არსებული კოგნიტური რესურსები დაბლოკილია და მოხვედრილია უჯრედული სტრესის მანკიერ წრეში. ISRIB შლის ამ ციკლს და აღადგენს კოგნიტურ უნარებს.

ის უჯრედებში ცილების წარმოების მექანიზმს გადატვირთავს მას შემდეგ, რაც ისინი დათრგუნულები აღმოჩნდებიან სტრესზე ინტეგრირებული რეაქციით (ISR).

თავისთავად დაბერება საფრთხის ქვეშ აყენებს ორგანიზმში უჯრედული ცილის გამომუშავებას, რადგანაც გროვდება მრავალრიცხოვანი სტრესული ფაქტორი, როგორიცაა ქრონიკული ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ISR აქტივაცია. აღნიშნული სტრესული რეაქცია აჩერებს ცილის უჯრედულ სინთეზს არასწორად მოფუნქციონირე უჯრედებში. ანუ ეს არის უსაფრთხოების სისტემა, რომელიც ზოგჯერ ჩართული რჩება, მაშინაც კი, როდესაც ეს საჭირო არ არის. ISRIB აღნიშნულ ოფციას „თიშავს“.

ასაკოვანი თაგვების ჰიპოკამპის მდგომარეობის ანალიზმა ISRIB ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ერთ დღეში აჩვენა დადებითი ეფექტი. ნეირონების დაბერების ზოგადი ნიშნები ძალიან მოკლე დროში გაქრა: გაიზარდა ნეირონების ელექტრული აქტივობა და სტიმულაციის აღქმის ხარისხი, უჯრედებმა აჩვენეს ერთმანეთთან უფრო მდგრადი კავშირი, რაც, ჩვეულებრივ, ხდება ახლაგაზრდა ტვინში. ISRI-მ შეცვალა იმუნური სისტემის Т-უჯრედების ფუნქცია, რომლებიც ასევე განწყობილია ასაკოვანი დისფუნქციისაკენ.