ივანე ჩხაიძე - ძალიან ადრეა საუბარი, რომ „ომიკრონმა“ დაასრულა პანდემია - საფრანგეთში აღმოჩენილი ახალი შტამი ადასტურებს, რომ ამ ვირუსის უნარი, განიცადოს მუტაცია, მართლაც უპრეცედენტოა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ივანე ჩხაიძე - ძალიან ადრეა საუბარი, რომ „ომიკრონმა“ დაასრულა პანდემია - საფრანგეთში აღმოჩენილი ახალი შტამი ადასტურებს, რომ ამ ვირუსის უნარი, განიცადოს მუტაცია, მართლაც უპრეცედენტოა

აქედან 6 არის წვეტის ცილის რეგიონში, რაც პასუხისმგებელია ვირუსის უჯრედის შეჭრაზე, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, საფრანგეთში გავრცელებული ახალი შტამის შესახებ ინფორმაცია პირველად 6 დღის წინ გავრცელდა და ის საფრანგეთში კამერუნიდან ჩასულ ადამიანს აღმოაჩნდა.

„განიხილავს თუ არა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ მუტაციას „შეშფოთების მუტაციების“ კატეგორიად თუ დარჩება „ინტერესის მუტაციის“ კატეგორიაში, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. ყველაზე მთავარია ამ მუტაციის შეფასება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შეაფასებს თუ არა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ამ მუტაციას შეშფოთების მუტაციად, ანუ მუტაციად, რომელიც უფრო სწრაფად გადამდებია, მძიმე დაავადებას იწვევს და რომლის წინააღმდეგ ვაქცინები არის არაეფექტური - ეს არის 3 ძირითადი მახასიათებელი, რომელიც გვჭირდება ამ კამერუნული შტამის შესაფასებლად.

ასეთი მუტაციები ბევრია და მარტო 2021 წლის განმავლობაში 3 ასეთი მუტაცია ვიხილეთ. შესაძლებელია, ახალი მუტაცია იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე „დელტა“ შტამია, ამიტომ ამას სჭირდება შეფასება. საუბარი, რომ „ომიკრონმა“ დაასრულა პანდემია, ძალიან ადრეა. საფრანგეთში აღმოჩენილი ახალი შტამი ადასტურებს, რომ ამ ვირუსის უნარი, განიცადოს მუტაცია, მართლაც უპრეცედენტოა. მსგავსი რაოდენობით მუტაცია არცერთ ვირუსს არ ჰქონია“, - განაცხადა ჩხაიძემ "მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფრენციაზე.