ბაქტერიების 4 შტამი, რომლებიც დიაბეტის განვითარებასა და სიმსუქნესთან ასოცირდება - უახლესი კვლევის შედეგები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბაქტერიების 4 შტამი, რომლებიც დიაბეტის განვითარებასა და სიმსუქნესთან ასოცირდება - უახლესი კვლევის შედეგები

აშშ-ში 34 მილიონ ადამიანს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზით უწევს ცხოვრება, მათგან 90%-ს კი დიაბეტი ტიპი 2 აქვს. ასეთი ადამიანის ორგანიზმში საკმარისი ინსულინი არ წარმოიქმენა, ან უჯრედები სათანადოდ ვერ რეაგირებენ ჰორმონზე. შედეგად, უჯრედები შაქარს საკამრისი რაოდენობით ვერ შეიწოვენ, ამიტომ სისხლში შაქრის დონე მატულობს, რაც შინაგანი ორგანოების დაზიანებას იწვევს.

დასავლური დიეტა, რომელიც ნაჯერი ცხიმებით და რაფინირებული შაქრით არის მდიდარი, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის.

მეცნიერებმა დაიწყეს ნაწლავის ბაქტერიათა იმ სახეობის კვლევა, რომელიც კვებასა და დიაბეტს შორის კავშირზე შეიძლება იყოს პასუხისმეგებლი.

ნაწლავის მიკრობიომი ასობით სახეობის ბაქტერიას მოიცავს. როგორც ვიცით, ნაწლავთა მიკრობიომის დისბალანსი ანუ დისბიოზი, ჯანმრთელობის რიგ პრობლემებს იწვევს. 2019 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ნაწლავთა მიკრობიომის დარღვევა შაქრიანი დიაბეტის განვითარებას უწყობს ხელს. ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა არსებობდეს ბაქტერიათა მცირე კონკრეტული, სპეციფიკური ჯგუფი, რომლებიც თამაშობენ გადამწყვეტ როლს დიაბეტის განვითარების პროცესში.

უახლესი კვლევისას აღმოჩნდა, რომ არსებობს ბაქტერიათა გარკევული ჯგუფი, რომელიც მიკორბიომისგან დამოუკიდებლად ახდენს ჯანმრთელობაზე ზეგავლენას. მიკრობები გლუკოზისა და ლიპიდების მეტაბოლიზმზე ზემოქმედებენ. მეცნიერებმა აღნიშნულ მიკრობებსა და სიმსუქნეს შორის კავშირიც აღმოაჩინეს.

მათ სხვადასხვა კვლევის შედეგებთან ერთად კომბინირებულად გამოავლინეს 4 ყველაზე საშიში ბაქტერიის სახეობა, რომლებიც ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას. ისინი ჩვენს ორგანიზმში ე.წ დასავლური დიეტით კვებისას ხვდება. ეს ბაქტერიებია: Lactobacillus johnsonii, Lactobacillus gasseri, Romboutsia ilealis და Ruminococcus gnavus.

კვლევის მონაცემების ანალიზისას გაირკვა ისიც, რომ კვლევის მონაწილეთა 80%-ს, რომლებსაც სიმსუქნე აწუხებდათ, ნაწლავთა მიკრობიომში R.ilealis ბაქტერიები ჰქონდათ. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული მიკრობი სიმსუქნის მაპროვოცირებელი და გამომწვევია.

ლაქტობაცილის სხვადასხვა შტამი ბევრ ფერმენტულ საკვებშია, მათ შორის რძის ნაწარმში. თაგვებზე ჩატარებული კვლევისას აღმოჩნდა, რომ კვების რაციონი, რომელიც მიკრობ- R. ilealis-s შეიცავდა, გლუკოზის ტოლერანტობის დონეს ამცირებდა, ასევე ინსულინის წარმოებასაც, რაც პრედიაბეტის მდგომარეობაზე მიუთითებს.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, მათი კვლევა მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ პოტენციურ პრობიოტიკურ შტამებს მიაკვლიეს, რომლებიც შესაძლოა დიაბეტის და სიმსუქნის სამკურნალოდ გამოვიყენოთ. ისინი აღნიშნავენ იმასაც, რომ მათ მიკრობთა მოქმედების მექანიზმიც შეისწავლეს, რაც შესაძლოა, მომავალში ექიმებს მიზნობრივი სამკურნალო თერაპიის შემუშავებაში დაეხმაროს.