აღმოჩინეს ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეული კიდევ ერთი საფრთხე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აღმოჩინეს ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეული კიდევ ერთი საფრთხე

ყველა მათგანი დარეგისტრირებული იყო შვედეთის კოლორექტალური კიბოთი დაავადებულთა ნაციონალურ რეესტრში 2010-დან 2016 წლამდე პერიოდში. პაციენტებზე ინფორმაციას, მათ შორის მათთვის ანტიბიოტიკების დანიშვნის შესახებ მონაცემებს ადარებდნენ 200 ათასზე მეტი დაახლოებით იგივე ასაკის, სქესის, განათლებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დონის შვედეთის ჯანმრთელი მოქალაქეს მონაცემებთან.

აღმოჩნდა, რომ მათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ იღებდა ანტიბიოტიკებს, იმ ადამიანებს, ვისაც ხშირად უნიშნავდნენ ამ პრეპარატებს, ასწვრივი კოლინჯის კიბოს განვითარების რისკი 5-10 წლის შემდეგ 17%-ით მაღალი იყო. ამასთან ანტიბიოტიკებსა და დასწვრივი კოლინჯის კიბოს შორის კავშირი ვერ იქნა ნანახი. ამავდროულად აღმოჩნდა, რომ ქალებში, და არა მამაკაცებში, ანტიბიოტიკების მიღება, რამდენადმე ამცირებდა სწორი ნაწლავის კიბოს რისკს.

იმის გასარკვევად, თუ რა უდევს საფუძვლად ანტიბიოტიკებსა და კიბოს შორის კავშირს, მეცნიერებმა ასევე გააანალიზეს იმ ადამიანების მონაცემებიც, ვინც ღებულობდნენ მეთენამინის ჰიპურატს - ანტიბაქტერიულ პრეპარატს, რომელიც ანტიბიოტიკებისაგან განსხვავებით არ მოქმედებს ნაწლავის მიკრობიომზე. რადგანაც მეთენამინის მიღება არ იწვევდა მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკის ზრდას, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ასეთი მძიმე შედეგი შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავის მიკრობიომზე ანტიბიოტიკების ზემოქმედებით.

მკვლევარების აზრით, ანტიბიოტიკების მიღებას პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ. ცხადია ბევრ შემთხვევაში ეს პრეპარატები სიცოცხლის გადამრჩენელები არიან, მაგრამ მათი მიღება ნაკლებად სერიოზული მიზეზით დაუშვებელია. ეს იწვევს არა მარტო ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების გაჩენას, არამედ ჯანმრთელობისთვის ხანგრძლივ, უარყოფით შედეგებს.