თამარ გაბუნია „ბუსტერ დოზით“ აიცრა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ დოზით“, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ამჯერად „ფაიზერით“ აიცრა, თუმცა მანამდე ის ორჯერადად „ასტრაზენეკათი“ იყო ვაქცინირებული.
„შეგახსენებთ, „ბუსტერ დოზის“ გაკეთების პერიოდი ყველა ვაქცინით აცრილ პირთათვის 3 თვემდე მცირდება. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.