მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რა პროექტები განხორციელდა 2021 წელს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რა პროექტები განხორციელდა 2021 წელს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ

ანგარიშის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში, 1 210 712 ადამიანს 1 415 684 800 ლარით დაუფინანსდა 3 218 681 სამედიცინო შემთხვევა. პანდემიის მართვის პროგრამის ადმინისტრირების პარალელურად, განხორციელდა მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები.

„მკურნალის“ კითხვებს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, თამარ მელიქიძე პასუხობს.

თქვენი სააგენტო 2020 წლის სექტემბერში შეიქმნა, ფაქტობრივად, პანდემიის პიკის პერიოდში მოგიწიათ ჩამოყალიბება. როგორ შეაჯამებიდით სააგენტოს მუშაობის პირველ წელს?

ახალშექმნილმა სააგენტომ, პანდემიის პირობებში, ჯანმრთელობის დაცვის 17 სახელმწიფო პროგრამა მართა, მათ შორის, კოვიდ-19-ისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები. ერთი წლის განმავლობაში (01.09.2020 - 01.09.2021), 1 210 712 ადამიანს 1 415 684 800 ლარით დაუფინანსდა 3 218 681 სამედიცინო შემთხვევა. ეს არაა მხოლოდ ციფრები, ესაა ნათელი მაგალითი იმისა, თუ რას აკეთებს სახელმწიფო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის - ამ მაჩვენებლების უკან რეალურად გადარჩენილი ათიათასობით ადამიანი და ქვეყნად მოვლენილი ახალი სიცოცხლეა, რეალური გამარჯვება ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ... მაგალითად:

  • ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა 102 796 397 ლარით დაფინანსდა. შედეგად, უკვე გამოჯანმრთელდა 19 995 ადამიანი;
  • გეგმური ქირურგია (კარდიოქირურგიის გარდა) - 102 990 000 ლარით დაფინანსდა 76 394 ადამიანის 87 416 სამედიცინო შემთხვევა. შედეგად, გამოჯანმრთელდა 76 151 ადამიანი;
  • 1 წლის განმავლობაში, 3 440 ბენეფიციარის კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია სახელმწიფომ 17 785 103 ლარით დააფინანსა;
  • გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება - 406 555 918 ლარით დაფინანსდა 196 242 ბენეფიციარის 253 231 სამედიცინო შემთხვევა, გამოჯანმრთელდა - 178 181 ბენეფიციარი;
  • წარმატებით განხორციელდა 42 071 მშობიარობა, საკეისრო კვეთა და მაღალი რისკის ორსულთა სტაციონარული მომსახურება, რაც 2 სახელწიფომ 5 408 610 ლარით დააფინანსა;
  • ამასთან, 16 მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, 1 წლის განმავლობაში, 536 355 522 ლარით დაფინანსდა 2 089 216 სამედიცინო შემთხვევა...

foto2-1640622359.png

რომელი პროექტები მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად, რომლის განხორციელებაც სააგენტომ დაარსებიდან ერთი წლის განმავლობაში შეძლო?

ყველა პროექტი, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენისკენაა მიმართული, ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. აქ ყურადღებას გავამახვილებ ახალ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც, პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს გუნდმა უმოკლეს დროში, დაარსებიდან სულ რაღაც 1 წელიწადში შეძლო. ეს ახალი პროექტები მნიშვნელოვნად დაეხმარა შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებს. მაგალითად: გაფართოვდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა; ონკოლოგიური პაციენტების ქიმიოთერაპია/სხივური თერაპიის კომპონენტში, თანაგადახდის გარეშე მკურნალობის მიზნით, ფინანსური ლიმიტი 8000 ლარით გაიზარდა; განხორციელდა კარდიოქირურგიის კომპონენტის ტარიფიკაცია - დაიწყო უპრცედენტო პროექტი - შესაბამისი საჭიროების მქონე უკვე 287 ბენეფიციარს სასიცოცხლო მნიშვნელობის, დასავლური სტანდარტის აპარატები, კარდიო-დეფიბრილატორები, უსასყიდლოდ გადაეცა. ტარიფიკაციის შედეგად, ბენეფიციარებს კლინიკებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის შესაბამისად, მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანაგადახდა უწევთ, რომლის ოდენობა 0-დან 20 % - მდე განისაზღვრება. შედეგად, მოქალაქეების მხრიდან თანაგადახდის ოდენობა, რომელიც 20 000 ლარზე მეტი იყო, 0-700 ლარამდე შემცირდა. ასევე, ჯეს-ს ახლახან გადმოეცა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც ინტენსიურად ვმუშაობთ და უკვე პირველი დადებითი შედეგებიც გვაქვს - სმენის იმპლანტირებადი აპარატები საჩუქრად ყველას, ვისაც სჭირდება! ეს იმას ნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს კოხლეარული იმპლანტები უფასოდ გადაეცემათ. ამასთან, რეაბილიტაციაც უსასყიდლოა. უკვე ჩატარდა 16 ოპერაცია, ხოლო პროგრამაში ატვირთული ყველა მოთხოვნა გაზაფხულამდე დაკმაყოფილდება.

სააგენტოს განსაკუთრებული მიმართულებაა სამედიცინო დაწესებულებებთან მომსახურების გამართული სისტემის განსაზღვრა, დანერგვა და განვითარება.

სააგენტო სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ 462 დაწესებულებასთან თანამშრომლობს. საყურადღებოა, რომ სააგენტოს პირველი გადაწყვეტილებები კლინიკებთან ფინანსური ანგარიშსწორების სისტემისა და ვადების მოწესრიგებას უკავშირდება. შეიძლება ითქვას, ჯეს - ი კლინიკების საიმედო პარტნიორია, რაც, ბუნებრივია, მოსახლეობის ჯანდაცვას ემსახურება.

fotooo1-1640626190.jpg

რა გამოწვევების წინაშე დაგაყენათ პანდემიამ?

როგორც აღვნიშნე, სააგენტო, საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამის გარდა, ადმინისტრირებას უწვეს 16 მიზნობრივ პროგრამას, მათ შორის არის კოვიდ 19-ის მართვის პროგრამა, რომლის ფარგლებში, სახელმწიფომ 228 061 ბენეფიციარის მკურნალობა დააფინანსა.

გარდა ამისა, ჯეს-ის გუნდი გაათმაგებული ძალებით მუშაობდა, რომ პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, სხვა დაავადებებთან შეჭიდებულ ბენეფიციარებს ჩვენი ზრუნვა არ მოკლებოდათ - შენარჩუნდა სახელმწიფო პროგრამების სრულფასოვანი და უწყვეტი აღსრულება. მაგალითად, დაწესებული შეზღუდვების დროს, სააგენტოს სტრუქტურული სისტემა და მუშაობის განრიგი არსებულ გამოწვევებს ოპერატიულად მოვარგეთ, განისაზღვრა ბენეფიციართა საჭიროებები და გატარდა დამატებითი ღონისძიებები: დიალიზზე დამოკიდებული პაციენტები, კვირაში სამჯერ, კლინიკაში მიგვყავდა; დიაბეტით დაავადებულ 700-მდე ბავშვს, „საქართველოს ფოსტის“ დახმარებით, გლუკომეტრის ჩხირები საცხოვრებელ მისამართზე მივაწოდეთ; სპეციფიკური მედიკამენტების მიმღები პირები სამკურნალო საშუალებებით მოვამარაგეთ; გამარტივდა ორსულთა რეგისტრაცია და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა; ფსიქიკური პრობლემების მქონე ბენეფიციარები, რომლებიც ამბულატორიულ აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ და სამედიცინო დაწესებულებებიდან თვეში ერთხელ კუთვნილ მედიკამენტებს იღებდნენ, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, წამლებით უზრუნველვყავით; ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს, რომლებიც პროგრამულ მედიკამენტებს სააგენტოს კონტრაქტორი აფთიაქებიდან იღებდნენ, მედიკამენტები საცხოვრებელ მისამართებზე უსასყიდლოდ მივაწოდეთ... C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მკურნალობის პროცესის უწყვეტობის მიზნით, მარნეულსა და ბოლნისში, იზოლაციაში მყოფ 108 პაციენტს მკურნალობის სრულფასოვანი კურსი ადგილზე ჩაუტარდა; სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული განცხადებების საფუძველზე, მედიკამენტები მიეწოდათ საკარანტინე სივრცეში მოხვედრილ ბენეფიციარებს - ბათუმში, კახეთში, ბაკურიანში, ცაგერში, თბილისსა და ზუგდიდში...

როგორია სააგენტოს მომავალი წლის გეგმები?

მოგეხსენებათ, სააგენტო ხარისხიან ჯანდაცვაზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა და ბიუჯეტის რაციონალურ განკარგვაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ჩვენი ნაბიჯები სწორედ ამ მიმართულებას ავითარებს - იზრდება ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ბიუჯეტი, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება ტარიფიკაციის პროცესი და იგეგმება ერთიანი სამედიცინო სტანდარტების შემუშავება; იხვეწება და ვითარდება სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების ინსტრუმენტები; დაიწყება სელექტიური კონტრაქტირება - სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობის განსაზღვრა მომსახურების ხარისხის მიხედვით...

ასე რომ, წინ მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი მოსახლეობის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი ჯანდაცვით უზრუნველყოფას.