ზვიად კირტავა - სანამ პანდემიის დასასრულის რეალური პერსპექტივა გამოჩნდება, საკმაოდ რთული იანვარ-მარტის პერიოდი გველოდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზვიად კირტავა - სანამ პანდემიის დასასრულის რეალური პერსპექტივა გამოჩნდება, საკმაოდ რთული იანვარ-მარტის პერიოდი გველოდება

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ჯანდაცვის მიმართულების დირექტორი ზვიად კირტავა "ომიკორნის" შტამის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:

ისევ ომიკრონზე

- სამხრეთ აფრიკის, შოტლანდიის, ინგლისის და დანიის მაგალითები მოწმობს, რომ ომიკრონით დაავადებულთა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები 20%-80%-ით უფრო ნაკლებია, ვიდრე დელტა ვარიანტის დროს.

- დაბალი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ომიკრონი უფრო მეტად აზიანებს ზემო სასუნთქ გზებს (ცხვირი, ხახა, ტრაქეა, ბრონქები), ვიდრე - ფილტვებს, რის გამო პნევმონია და მასთან დაკავშირებული სუნთქვის უკმარისობა უფრო იშვიათია, ვიდრე ხველა და სურდო, რაც ომიკრონს უფრო ამსგავსებს ზოგად გაცივებასთან, - სწრაფი დაწყებით, ნაკლებ მძიმე სიმპტომატიკით და ინფექციის შედარებით მოკლე ხანგრძლივობით.

- ორჯერადი ვაქცინირება და გადატანილი კოვიდი გაცილებით ნაკლებად იცავს ომიკრონით ინფიცირებისაგან, ვიდრე დელტასგან ინფიცირებისაგან. ეს განპირობებულია მანეიტრალიზებელი ანტისხეულების ძალიან დაბალი (40-ჯერ ნაკლები) დონით. თუმცა დაცვის მეორე ხაზი - T-ლიმფოციტებით დაცვა, ომიკრონის მიმართაც მუშაობს და მძიმე მიმდინარეობისაგან იცავს.

- ამ ეტაპზე ომიკრონით ინფიცირებულთა საკმაოდ დიდი ნაწილი (15-25%) ისინია, ვინც უკვე ორჯერადად ვაქცინირებული ან კოვიდ-გადატანილი იყო (როგორც ბრიტანეთში და დანიაში), ან - უფრო ახალგაზრდები (როგორც სამხრეთ აფრიკაში - დემოგრაფიული მდგომარეობის გამო), რაც არ გამორიცხავს, რომ არავაქცინირებულებში, მოხუცებსა და ქრონიკული დაავადებებით შეპყრობილებში ომიკრონის მიმდინარეობის სიმძიმის მაჩვენებელი მეტად გამოჩნდეს იმის კვალობაზე, რაც უფრო მეტი იქნება ინფიცირებულთა შორის უკვე ასეთი პაციენტების წილი.

- ომიკრონისაგან დაცვის გასაზრდელად ყველაზე მნიშვნელოვანია ბუსტერ-ვაქცინაცია, რომელიც ხელს უწყობს ე.წ. მეხსიერების B-ლიმფოციტებს უფრო მრავალფეროვანი გახადონ თავიანთი დაცველობითი არსენალი და თუნდაც ახალი ვარიანტების მიმართ გამოიმუშავონ ანტისხეულები. ბუსტერის გავლენით ომიკრონისაგან დაცვა 55%-70%-ით შეიძლება გაიზარდოს. ამიტომ მრავალმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ბუსტერის ინტერვალის შემცირება მეორე ვაქცინიდან ახლა უკვე - 3 თვემდე. ბუსტერის ეფექტი 1 კვირის შემდეგ უკვე გამოხატულია, მაქსიმუმს 2 კვირის შემდეგ აღწევს და თუ დელტას მაგალითით ვიმსჯელებთ, 3 თვის შემდეგ იწყებს შესუსტებას. ბუსტერის დადებითი ეფექტი სავარაუდოდ ყველაზე უკეთ დანიაში ჩანს, სადაც მოსახლოების 37%-ს აქვს უკვე ბუსტერ-დოზა გაკეთებული. ამის წყალობით ქვეყანაში წინა კვირაში დარეგისტრირებული შემთხვევების მკვეთრი მატება 11,000-ის მიღწევის შემდეგ საკმაოდ დამუხრუჭდა და ამჟამად 12,500 დონეზეა გაჩერებული. ასევე იკლო დღიური ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა, რომელიც 120-დან 250 მერყეობდა წინა კვირაში, ხოლო ახლა 125-ია.

მნიშვნელოვანია პირბადის ტარების დაცვა - СDC აცხადებს, რომ ქსოვილის პირბადეებს ომიკრონის პირობებში, როდესაც ვირუსის გამოყოფა უფრო ჩქარა იწყება და უფრო გამოხატულია, ვიდრე წინა შტამების შემთხვევაში (ზედა სასუნთქ გზებში უპირატესი გავრცელების და ხშირი ცემინების გამო) - მხოლოდ დეკორატიული მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია ქირურგიული სამედიცინო პირბადე (სამშრიანი) ან ე.წ. N95 ტიპის პირბადე.

- მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო პერიოდის გამო მსოფლიოს უმრავლესობაში საჰაერო მიმოსვლა არ შეუჩერებიათ, უსწრაფესი გავრცელების (6-10-ჯერ უფრო გაზრდილი ინფიცირების) გამო გამო ომიკრონი თავად აღმოჩნდა მობილობის შეზღუდვის "ინიციატორი". ამ დღეებში 7,000-მდე რეისია გადადებული - ძირითადად, პილოტების და სხვა პერსონალის კოვიდ-იზოლაციის გამო. გასათვალისწინებელია, რომ ასევე მოსალოდნელია მედპერსონალის რეინფიცირების გამო სამედიცინო სერვისების, და სხვა აუცილებელი სერვისების მოსამსახურეთა რაოდენობის დროებითი მკვეთრი შემცირება ომიკრონის პიკის პერიოდში. ამიტომ ხელისუფლებები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ პერსონალის დაცვის საშუალებებისა და ღონისძიებების დროულად გაძლიერებას და სარეზერვო პოტენციალის მობილიზებას, ხოლო მოსახლეობა ყველანაირად უნდა შეეცადოს, რომ თავადაც დაიცვას თავი ინფიცირებისაგან და არ გადატვირთოს სამედიცინო სექტორი, რომელიც უკვე ორი წელია წარმოუდგენელი დატვირთვით მუშაობს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საახალწლო დღესასწაულების პერიოდში დახურულ სივრცეებში რეგულაციების დაცვას (პირბადე, დისტანცირება, ხშირი ვენტილაცია!) და უნდა მოვერიდოთ ადამიანების დიდხანს (30 წუთზე მეტხანს) კონცენტრირებას ან ღონისძიების დღეს მონაწილეებს უნდა ჩაუტარდეთ ტესტირება.

- აუცილებელი იქნება სწორი და გამართული კომუნიკაცია მოსახლეობასთან - შემთხვევების დისტანციური მართვა - მთავარია, რომ ინფიცირებისას ადამიანებს არ ჰქონდეთ პანიკური შიში და არ გამოიწვიონს ჰოსპიტლების გადატვირთვა, ამავე დროს დაიცვან რეგულაციები. მეორე მხრივ, აუცილებელი იქნება ჰოსპიტალიზაციის ოპტიმიზაცია - მხოლოდ მძიმე შემთხვევებისა - და ობიქტური კრიტერიუმების მიხედვით.

- სანამ პანდემიის დასასრულის რეალური პერსპექტივა გამოჩნდება, საკმაოდ რთული იანვარ-მარტის პერიოდი გველოდება, როდესაც სამედიცინო სექტორის და საზოგადოების სრული მობილიზაცია დაგვჭირდება სწრაფად ცვალებადი მდგომარეობის ახალი პოტენციური გამოწვევების დაუყონებლივი შეფასებისა და ადექვატური რეაგირებისათვის. ბოლო ბრძოლა, როგორც წესი, შეიძლება ყველაზე რთული აღმოჩნდეს. თუმცა, ამ ბრძოლაში წარმატების ფასიც მაღალია და მოლოდინებიც - უფრო ოპტიმისტური.