რა არის დემენციის ახალი ნიშნები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის დემენციის ახალი ნიშნები

მეცნიერებმა გააანალიზეს დემენციის მქონე 8 პაციენტის, ამდენივე ხანდაზმული ადამიანის და საკონტროლო ჯგუფის ახალგაზრდების სისხლის ნიმუშები. მკვლევარებმა შეძლეს ერითროციტების მეტაბოლიტები ანალიზისთვის საკმარისად სტაბილური გაეხადათ.

სპეციალისტებმა გაზომეს სისხლში ნივთიერებათა ცვლის 124 პროდუქტის შემცველობა და აღმოაჩინეს 33 მარკერი, რომელთა კონცენტრაციის ცვლილება კორელირებდა დემენციასთან. შვიდი მათგანის შემცველობა დემენციის მქონე პაციენტებში მომატებული იყო, ხოლო 26-ის შემცირებული. 20 მათგანი არასოდეს ასოცირდებოდა დემენციასთან.

ის მეტაბოლიტები, რომლებიც მომატებული იყო აღმოჩენილი იქნა პლაზმაში და მსგავსი სტრუქტურა აქვთ. ზოგიერთი მათგანი ტოქსიკურ მოქმედებას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რაც მეცნიერების აზრით, დემენციის განვითარების სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს. ექვსი მეტაბოლიტი, რომელთა შემცველობა შემცირებული იყო, ანტიოქსიდანტი აღმოჩნდა, რომელიც დიდი რაოდენობით აღენიშნებოდათ ხანდაზმულ, ჯანმრთელ ადამიანებს. დანარჩენი ნაერთები, მეცნიერების აზრით, საკვები ნივთიერებების მიწოდებისა და ნეირონების დაცვის ფუნქციას ასრულებენ.