„ბაკურიანი 0+“ - უსაფრთხო, სუფთა და მინერალებით მდიდარი სასმელი წყალი, რომლის გამოყენება შესაძლებელია დაბადების პირველი დღიდან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„ბაკურიანი 0+“ - უსაფრთხო, სუფთა და მინერალებით მდიდარი სასმელი წყალი, რომლის გამოყენება შესაძლებელია დაბადების პირველი დღიდან

ადამიანის ორგანიზმის არც ერთ უჯრედს ფუნქციონირება წყლის გარეშე არ შეუძლია, მასზეა დამოკიდებული ჟანგბადის და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირება, სხეულის ტემპერატურის რეგულაცია, სხვადასხვა მეტაბოლური პროცესის განხორციელება, საჭმლის მონელება, მავნე ნივთიერებების გამოყოფა და სხვა. წყლის მიღების ჩვევის ჩამოყალიბება ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

როგორც პედიატრები გვირჩევენ, წყლის შერჩევისას, გასათვალისწინებელია, რომ ის იყოს უსაფრთხო, თავისუფალი დაბინძურებისაგან. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს პატარაობიდანვე მივაწოდოთ სპეციალურად მათთვის განკუთვნილი, მინერალების შემცველი წყალი.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული, ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ბაზარზე ახალი პროდუქტით გამოჩნდა. პირველად საქართველოში, ინოვაციური ბრენდი მომხმარებელს საბავშვო წყალს სთავაზობს. “ბაკურიანი 0 +” - ეს არის სუფთა წყაროს წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ჩვილი ბავშვებისთვის ორმაგი ფილტრაციით, რომელიც დუღილის შემდეგაც ინარჩუნებს სასარგებლო ბუნებრივ მინერალებს და მისი გამოყენება რეკომენდებულია პატარებისთვის, როგორც საჭმლის მოსამზადებლად, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დასალევად.

268350809-455493722866104-8661015740625223787-n-1640339545.jpg

“ბაკურიანი 0 +“ წარმოებულია სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიის შესაბამისად და რეკომენდებულია ააიპ „ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლის” და ააიპ „საქართველოს პედიატრთა ასოციაციის“ მიერ.

როგორ ვკვებოთ ჩვილი, რატომ არის ძუძუთი კვება შეუცვლელი და რა დროს უნდა მივცეთ წყალი, რა მნიშვნელობა აქვს წყლის მიწოდებას პატარისთვის და რა შეიძლება გამოიწვიოს წყლის დეფიციტმა, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პროფესორი, პედიატრი - მაია ხერხეულიძე.

- ქალბატონო მაია, საკმაოდ მნიშვნელოვანია პატარის განვითარებისთვის და ჯანმრთელობისთვის კვების რაციონი, რა არის თქვენი მთავარი რჩევა - როგორ ვკვებოთ ბავშვი?

- ჯანსაღი კვება ბავშვის ჯანმრთელობის, ზრდისა და განვითარების საწინდარი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა. კვების დროს ბავშვი გრძნობს მშობლის სიყვარულსა და მზრუნველობას, უყალიბდება სწორი კვებითი ჩვევები და გემოვნება, რაც ზრდასრულ ასაკში მისი ფიზიკური თუ გონებრივი ჯანმრთელობის საფუძველს წარმოადგენს. მრავალი დაავადების (ზრდის შეფერხება, სიმსუქნე, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია, II ტიპის დიაბეტი) განვითარება უშუალო კავშირშია არასწორ კვებასთან და მათი თავიდან აცილება შესაძლებელია პატარაობაში ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბების დახმარებით. ახალშობილისთვის და ჩვილისთვის იდეალურ და პრაქტიკულად შეუცვლელ საკვებს დედის რძე წარმოადგენს. დედის რძე ხომ ცოცხალი ნივთიერებაა, რომელიც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად.

- რატომ არის ძუძუთი ბავშვისთვის შეუცველი?

- მოდით, შევთანხმდეთ რამდენიმე საკითხზე:

• ქალის რძე სრულფასოვანი საკვებია. მასში საუკეთესო თანაფარდობით არის წარმოდგენილი ბავშვისათვის საჭირო ყველა სასიცოცხლო ნივთიერება – ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი, ვიტამინები, მინერალები და წყალი. რძე მომნელებელ ფერმენტებსაც შეიცავს, რომელიც პატარას კუჭში მოხვედრისას აქტიურდება. ამიტომ, ის ადვილი მოსანელებელია

• დედის რძე ბავშვის პირველი აცრაა, ის ხომ პატარას სხვადასხვა ინფექციების, ალერგიული თუ სხვა სახის დაავადებებისგან იცავს. დადგენილია, რომ ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები გაცილებით ნაკლებად ავადობენ და დაავდებაც მათთან იოლად მიმდინარეობს.

• დედის რძეში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს ბავშვის როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ განვითარებას;

• ძუძუთი კვება ხელს უწყობს ბავშვის ენისა და სახის კუნთების განვითარებას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომში სწორი თანკბილვის და მეტყველებისთვის. ბუნებრივი კვება უსაფრთხო და მოსახერხებელია, არ მოითხოვს ადუღებას და შეთბობას;

• ძუძუთი კვებას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ქალის ჯანმრთელობისთვის, ის იცავს ქალს მშობიარობის შემდგომი სისხლდენისა და ხელახალი დაორსულებისგან, ხელს უწყობს საშვილოსნოს შეკუმშვას, ამცირებს სარძევე ჯირკვლისა და საკვერცხის სიმსიმვნური დაავადებების რისკს. ძუძუთი კვება ზოგავს ოჯახის ბიუჯეტს.

ძუძუთი კვების დროს, ბავშვი იღებს სითბოსა და სიყვარულს და კვებასთან ერთად დედასთან ურთიერთობის მოთხოვნილებასაც იკმაყოფილებს

- არსებობს თუ არა განსაკუთრებული წესები ძუძუთი კვების დროს? როგორ უნდა ვკვებოთ ჩვენი პატარა?

- ძუძუთი კვების დაწყება რეკომენდებულია ახალშობილის დაბადებისთანავე პირველი საათის განმავლობაში, ყოველთვის როდესაც პატარა გამოხატავს შიმშილის ნიშნებს, ანუ მოთხოვნილებით, თუმცა არა ნაკლებ 8-12 ჯერ დღე-ღამეში. პირველი 6 თვის განმავლობაში, რეკომენდებულია ბავშვის კვება მხოლოდ დედის რძით, სხვა საკვებისა და სითხის, მათ შორის წყლის დამატების გარეშე. ქალის რძე 80% წყალს შეიცავს და მთლიანად აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნილებას როგორც საკვებზე, ასევე სითხეზე. კვების დროს მნიშვნელოვანია ძუძუს ბოლომდე დაცლა, თუ ბავშვი არ იღებს რძის ამ ცხიმიან ნაწილს, შესაძლებელია წონაში არ მოიმატოს. ძუძუთი კვებისას მნიშვნელოვანია ძუძუსთან სწორი მოჭიდება და სწორ პოზიციაში კვება. 6 თვის ასაკის შემდეგ, აუცილებელია ბავშვის კვების რაციონში რძესთან ერთად დამატებითი რბილი კონსისტენციის საკვების შეტანა, როგორიცაა მარცვლეულის ფაფა, ბოსტნეულის თუ ხილის პიურე და სხვა. დამატებითი საკვები კვების რაციონს თითო ახალი პროდუქტის თანდათან მზარდი რაოდენობით ემატება. დამატებითი საკვები უნდა შიცავდეს ბავშისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას (ხილს და ბოსტენულს, მარცვლეულს, რძის პროდუქტებს და ცილოვან პროდუქტებს) და მომზადდეს უსაფრთხოების წესების დაცვით. დამატებითი კვების დაწყებისთანავე, აუცილებელია წყლის დამატებით მიწოდება.

- რა მნიშვნელობა აქვს წყლის მიწოდებას პატარისთვის და რა შეიძლება გამოიწვიოს წყლის დეფიციტმა?

264612546-452334893084225-2706664959223095568-n-1640339610.jpg

- წყალი, ყველაზე გავრცელებული, უნიკალური, ერთი შეხედვით საკმაოდ, მარტივი ფორმულის მქონე, თუმცა, ყველაზე იდუმალი და რთული ნივთიერებაა, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი სულიერი არსების სიცოცხლე. ადამიანის სხეულის 2/3 სწორედ წყლით არის წარმოდგენილი. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი მით მაღალია მის ორგანიზმში წყლის შემცვლობა. ყველასათვის ცნობილია, რომ საკვების გარეშე ადამიანმა შეიძლება 4-6 კვირა გაძლოს წყლის გარეშე კი სიცოცხლის შენარჩუნება მხოლოდ რამდენიმე დღე შეიძლება. წყალი ორგანიზმში უამრავ ფუნქციას ასრულებს, არცერთ უჯრედს ჩვენს სხეულში წყლის გარეშე ფუნქციონირება არ შეუძლია. წყლის დანაკლისი, რასაც სამედიცინო ენაზე დეჰიდრატაციას ანუ გაუწყლოებას ვუწოდებთ საკმაოდ მძიმედ მიმდინარე პრობლემაა. დადგენილია, რომ სითხის დაკარგვისას ვლიდნება ზოგადი სისუსტე, ძლიერი თავის ტკივილი, ქოშინი, კანისა და ლორწოვანი გარსების მკვეთრი გამოშრობა, თვალების ჩავარდნა, შესაძლებელია გამოვლინდეს ძლიერი წყურვილი, უცრემლო ტირილი, გულისცემის აჩქარება, შარდის არარსებობა, ძლიერი აგზნება, რომელიც იცვლება ადინამიით, ცნობიერების დაბინდვით, ბოდვებით, ზოგჯერ სმენისა და მხედველობის პრობლემებით. მცირე ასაკის ბავშვები შედარებით სწრაფად კარგავენ წყალს, შესაბამისად იოლად ვითარდება გაუწყლოება მაღალი ცხლების, ნაწლავთა გახშრებული მოქმედების, ღებინების შემთხვევაში.

ამიტომ მნიშვნელოვანია წყლის ნორმალური ბალანსის შენარჩუნება. ჩვილებში წყლის ზედმეტმა მიწოდებამ, შესაძლებელია, ხელი შეუწყოს ე.წ წყლით ინტოქსიკაციის განვითარებას, როდესაც ხდება ნატრიუმის შემცველობის დაქვეითება და მასთან ასოცირებული პრობლემების განვითარება.

- რა რაოდენობის წყალი უნდა დალიოს დღის განმავლობაში მცირეწლოვანმა ბავშვმა და შესაძლებელია თუ არა მისი ჩანაცვლება სხა სითხით - წვენებით, კომპოტით და სხვა?

- ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ მოზრდილმა ადამიანმა დღეში 2 ლიტრამდე წყალი უნდა მიიღოს. ბავშვებში წყლის მიღება დამოკიდებულია ასაკზე, გარემოს ტემპერატურაზე, დატვირთვაზე. ცნობილია, რომ ფიზიკური ვარჯიშის, გარემოს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ისევე როგორც ცხელებით მიმდინარე დაავადებების, გამოხატული ოფლიანობის, სუნთქვის გახშირების, ნაწლავთა გახშირებული მოქმედების, ღებინების შემთხვევაში ხდება წყლის გაძლიერებული კარგვა და შესაბამისად იზრდება წყალზე მოთხოვნილება. ამერიკის პედიატრთა აკადემია რეკომენდაციას უწევს წყლის მიწოდებას 6 თვის ასაკიდან, მაშინ როდესაც კვებით რაციონს ემატება ნახევრადმყარი საკვები. 6-დან 12 თვემდე ასაკში ბავშვმა უნდა მიიღოს წყალი ½-1 ჭიქა, 1-დან 2 წლამდე 1-4 ჭიქა , 2-დან 5 წლამდე 1-დან 5 ჭიქამდე. 6 თვემდე ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილი სითხის მოთხოვნილებას იკმაყოფილებს ხელოვნური საკვებით, თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა და საკვებს იღებს საათობრივი რეჟიმით შესაძებელია ცხელ ამინდში ექიმის გადაწყვეტილებით, საჭირო გახდეს წყლის დამატებით მიწოდება.

269700013-223561083286270-2344914861989156203-n-1640339640.jpg

მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში ფორმირდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღი კვების პრინცეპების დამკვიდრებას ხელი პატარობიდანვე შეუწყოთ. ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით, მცირე ასაკის ბავშვებში საუკეთესო სითხეს წარმოადგენს რძე და წყალი. გახსოვდეთ, რომ ამ ასაკში ტკიბილი სითხეების, წვენების მიწოდება იწვევს ამ ჩვევის ჩამოყალიბებას და შემდგომშიც მათზე მოთხოვნილების გაზრდას. ამერიკის პედიატრთა აკადემია არ უწევს რეკომენდაციას გაზიანი სასმელების, დამტკბარი წვენების, ტკბილი სითხის, ლიმონათის მიღებას. როგორც აღვნიშნეთ, ბავშვის ავადმყოფობის შემთხვევაში, ცხელების დროს, გაზრდილი ოფლიანობისას საჭიროა წყლის მეტი რაოდნეობით მიღება. ასევე წლის მოთხოვნილება იზრდება ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, ზაფხულის პირობებში. თუ პატარას უვლინდება კანის და ლორწოვანი გასების სიმშრალე, თვალების ჩაცვენა, ძლიერი აგზნება ან პირიქით მკვეთრი მივარდნა, უცრემლო ტირილი - ეს სიმპტომები ხშირად გაუწყლოებასთან არის დაკავშირებული და მოითხოვს სითხის მეტი რაოდენობით მიწოდებას. სითხის მეტი რაოდენობა არის საჭირო ღებინების ან ნაწლავთა გახშირებული მოქმედების შემთხვევაში, თუმცა ასეთ დროს სითხესთან ერთად ორგანიზმი კარგავს მარილებს და საჭიროა სპეციალური ელექტროლიტური ხსნარის მიწოდება.

- როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის უსაფრთხო წყალი?

- შეიძლება ითქვას, რომ წყლის ხარისხზეა დამოკიდებული ჩვენი ცხოვრების ხარისხი. ბოლო პერიოდში, მთელ მსოფლიოში განსაკუთრებულად მწვავედ დადგა უსფრთხო სასმელი წყლის გამოყენების პრობლემა. დაბინძურებული სასმელი წყალი შესაძლებელია გახდეს მრავალი დაავადების განვითარების მიზეზი. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხო, მინერალებით მდიდარი წყლის გამოყენება, რომელიც ორმაგი ფილტრაციის გათვალისწინებით, დუღილის შემდეგაც ინარჩუნებს ბავშვებისთვის სასარგებლო ბუნებრივ მინერალებს. „ბაკურიანი 0+“ “ მცირე ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მქონე სასმელი წყალია, რომლის გამოყენება შესაძლებელია ჩვილობის ასაკიდან, როგორც დასალევად ისე საჭიროების შემთხვევაში, საკვების მოსამზადებლადაც. ადეკვატური და ბალანსირებული კვება სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე და სწრორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება ხელს უწყობს პატარას ჯანმრთელობას და იცავს მას კვებასთან ასოცირებული მრავალი დაავადების განვითარებისგან.

R