ამერიკულმა ავიაკომპანიებმა, „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო, 200-ზე მეტი ავიარეისი გააუქმეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამერიკულმა ავიაკომპანიებმა, „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო, 200-ზე მეტი ავიარეისი გააუქმეს

ეკიპაჟის წევრებსა და სხვა თანამშრომლებს შორის კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ათობით რეისი გააუქმეს.

Reuters-ის ინფორმაციით, United Airlines-მა პარასკევს დაგეგმილი 120 ავიარეისი, Delta Air Lines-მა კი - 90 ავიარეისი გააუქმა.

”“ომიკრონის“ შემთხვევების მატებამ პირდაპირი გავლენა იქონია ჩვენი ეკიპაჟების წევრებსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს ოპერაციებს მართავენ. შედეგად, სამწუხაროდ, მოგვიწია ზოგიერთი ფრენის გაუქმება,“- აღნიშნულია United Airlines-ის განცხადებაში.

„Delta“-ში კი განმარტავენ, რომ ავიარეისების გაუქმების გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიამ „ამოწურა ყველა ვარიანტი და რესურსი, მათ შორის დაგეგმილი ფრენების განსახორციელებლად ეკიპაჟების წევრების შეცვლისა და ჩანაცვლების.“