ომიკრონი დელტასთან შედარებით იშვიათად იწვევს მძიმე კოვიდს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ომიკრონი დელტასთან შედარებით იშვიათად იწვევს მძიმე კოვიდს

ომიკრონი ნაკლებად იწვევს მძიმე სიმპტომებს, რომელიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.

ამის დამადასტურებელი შედეგები აჩვენა ორმა ახალმა კვლევამ, რომელიც ჩატარდა დიდი ბრიტანეთში.

პირველი კვლევისას ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაანალიზეს შოტლანდიაში კოვიდგადატანილების მონაცემები 1 ნოებრიდან 19 დეკემბრამდე. მათგან გამოყვეს დელტა და ომიკრონი შტამებით ინფიცირებულები.

კვლევის შედეგად მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ომიკრონით დასნებოვნების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციის რისკი 2/3-ით უფრო დაბალი იყო, ვიდრე დელტათი დასნებოვნებისას. ამას გარდა, კვლევის ავტორები მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ ბუსტერული ვაქცინაცია (ვაქცინის მესამე დოზის შეყვანა) ომიკრონით გამოწვეული ინფექციისგან მნიშვნელოვან დამატებით დაცვას იძლევა.

მეორე კვლევის ფარგლებში ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერებმა შეადარეს ომიკრონით და დელტათი დასნებოვნების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკი. ანალიზში ჩართული იყო ინგლისში 1-დან 14 დეკემბრამდე დარეგისტრირებული ომიკრონით ინფიცირების 56 ათასი და დელტათი ინფიცირების 260 ათასი შემთხვევა.

მკვლევარების შეფასებით, დელტასთან შედარებით ომიკრონის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკი 15–20%-ით დაბალი იყო. რეინფიცირებისას, კვლევის შედეგებით, ომიკრონის შემთხვევაში კოვიდი კიდევ უფრო მსუბუქად მიმდინარეობდა. ჰოსპიტალიზაციის რისკი 50-60%-ით უფრო დაბალი იყო, ვიდრე პირველადი ინფიცირებისას.

ამასთან სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ომიკრონის ისეთი უპირატესეობა, როგორიცაა ინფექციის უფრო მსუბუქი მიმდინარეობა, შეიძლება გაანეიტრალოს უპრეცედენტოდ მაღალმა კონტაგიოზურობამ (გადადემდობლობამ) და ვაქცინების ეფექტურობის დაქვეითებამ, რაც გარდაუვლად გამოიწვევს პოპულაციაში კოვიდის მძიმე შემთხვევების ზრდას.