ამირან გამყრელიძე საზოგადოებას აფრთხილებს, რომ „ომიკრონის“ გავრცელების შემდეგ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი შესაძლოა, 20-25 ათასამდე გაიზარდოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამირან გამყრელიძე საზოგადოებას აფრთხილებს, რომ „ომიკრონის“ გავრცელების შემდეგ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი შესაძლოა, 20-25 ათასამდე გაიზარდოს

არ გამორიცხავს, რომ „ომიკრონის“ გავრცელების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 20-25 ათასამდე გაიზარდოს.

როგორც გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა და აღნიშნულ კონტექსტში შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

„თუ ჩვენ ვერ ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, ვერ გავზრდით აცრების მოცვის მაჩვენებელს, „ომიკრონი“ გვერდს არ აგვივლის. პროგნოზი ასეთია, რომ „ომიკრონის“ გავრცელებამ პიკს შესაძლოა სწორედ იანვრის შუა რიცხვებში მიაღწიოს. მაშინ ქვეყანა იძულებული იქნება მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებები შემოიღოს, რადგან სხვა გამოსავალი არ არის. მე ეს საკითხი სამშაბათს დავაყენე, შემდეგ გამოვედი და ვთქვი ამის შესახებ. თუ ჩვენ პირბადის ტარების მაჩვენებელს ვერ გავზრდით, ვერ გავზრდით აცრის მოცვის მაჩვენებელს, რომელიც ოდნავ იზრდება, დღეში თუ „ომიკრონის“ 10, 15, 20 ათასი შემთხვევა გვექნება, სხვა რა გამოსავალი იქნება?

საბედნიეროდ, „ომიკრონი“ „დელტასავით“ ვერაგი არ არის, მაღალი სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაცია არ აქვს. წარმოიდგინეთ, დღეში 20-25 ათასი ინფიცირებული საქართველოსთვის რა იქნება. შესაძლებელია, რომ ეს მოხდეს.

ვატაროთ პირბადე ყველაგან, მოვერიდოთ დიდ ქეიფებს, თუ შესაძლებელია. ეს ახალი წელი აღვნიშნოთ, როგორც არის ოჯახში 7-10 კაცმა, დიდმა ოჯახმა ერთად. რა მოხდა, რომ კიდევ ერთი ახალი წელი გადავიაროთ ასე?! ეს დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.