თამარ გაბუნია - კარგია, რომ აშშ-ის წამლის და საკვების სააგენტომ მისცა გადაუდებელი ავტორიზაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტს - მოკლე ხანში შესაძლებლობა გვექნება, საზოგადოებას გავაცნოთ, როდის იქნება ხელმისაწვდომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამარ გაბუნია - კარგია, რომ აშშ-ის წამლის და საკვების სააგენტომ მისცა გადაუდებელი ავტორიზაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტს - მოკლე ხანში შესაძლებლობა გვექნება, საზოგადოებას გავაცნოთ, როდის იქნება ხელმისაწვდომი

უკვე კონკრეტულად, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მიმართულ მედიკამენტს, რაც იმედის მომცემი სიახლეა. ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და მოკლე ხანში შესაძლებლობა გვექნება, რომ საზოგადოებას დეტალები გავაცნოთ, თუ როდის იქნება ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

გაბუნიას განმარტებითვე, ეს მედიკამენტი ამცირებს ჰოსპიტალიზაციის, გართულების და ლეტალობის შემთხვევებს.

მისი თქმით, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების, ასევე მედიკამენტების საფასურის დაფარვაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება.

„ძალიან კარგია, რომ გუშინ ამერიკის წამლის და საკვების სააგენტომ მისცა გადაუდებელი ავტორიზაცია, უკვე კონკრეტულად, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მიმართულ მედიკამენტს, რაც ძალიან იმედის მომცემი სიახლეა. ჩვენ ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და მოკლე ხანში შესაძლებლობა გვექნება, რომ საზოგადოებას დეტალები გავაცნოთ, თუ როდის იქნება უკვე კონკრეტულად ხელმისაწვდომი ეს მედიკამენტი. მედიკამენტის გამოყენება ხდება ბინის პირობებშიც, რადგან მას არ სჭირდება განსაკუთრებული ზედამხედველობა მოხმარების პროცესში. რეკომენდაცია არის, რომ პროგნოზულად მაღალი რისკი ვისაც აქვს, იმ პირებში მოხდეს მედიკამენტის გამოყენება და ძალიან იმედის მომცემია ის შედეგები, რომელსაც ეს მედიკამენტი კვლევების შედეგად უჩვენებს ჰოსპიტალიზაციის შემცირების თვალსაზრისით, რასაც თან ახლავს გართულების და ლეტალობის შემცირებაც", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.