თამარ გაბუნია - 60 წლის ზემოთ პირების წახალისების მექანიზმი ეფექტური აღმოჩნდა - აცრილთა რაოდენობამ უკვე 100 ათასს გადააჭარბა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამარ გაბუნია - 60 წლის ზემოთ პირების წახალისების მექანიზმი ეფექტური აღმოჩნდა - აცრილთა რაოდენობამ უკვე 100 ათასს გადააჭარბა

ამდენად კლინიკები უნდა დარჩნენ მობილიზებულ მდგომარეობაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 9112 საწოლია მობილიზებული, რომლის მხოლოდ 30% ანუ 3227 საწოლია თავისუფალი.

„საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის მთავარი თემა, ბუნებრივია, გახდა მზადება „ომიკრონის“ მოსალოდნელი გავრცელებისთვის პრევენციული ღონისძიებებისა და ასევე, ჯანდაცვის სისტემის მზაობის თაობაზე. დღევანდელი მდგომარეობით, სამედიცინო სექტორში მობილიზებული რჩება 9112 საწოლი. კლინიკაში ამჟამად იმყოფება 5 488 პაციენტი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში - 1350, რეანიმაციაში - 313. თავისუფალი საწოლების რაოდენობა შეადგენს 3227, რაც არის, დაახლოებით, 30% მობილიზებული საწოლფონდის. ამ შემთხვევაში, ჩვენ, ბუნებრივია, კვლავაც ვრჩებით მობილიზებულ მდგომარეობაში, რადგან „ომიკრონის“ გავრცელებასთან ერთად კვლავაც მოსალოდნელია შემთხვევების მატება და საწოლებზე მოთხოვნების გაზრდა, ამდენად კლინიკები უნდა დარჩნენ მობილიზებულ მდგომარეობაში იანვრის თვეშიც,“- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე შეფასებით, ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება და 60 წლის ზემოთ პირებში ფინანსური წახალისების მექანიზმი ეფექტური აღმოჩნდა.

„ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება, კარგია, რომ 60 წლის ზემოთ პირებში ფინანსური წახალისების მექანიზმი აღმოჩნდა საკმაოდ ეფექტური - 100 ათასს გადააჭარბა უკვე იმ პირთა რაოდენობამ, რომელთაც ჩაიტარეს პირველი აცრა ამ აქციის ფარგლებში, რაც გრძელდება წლის ბოლომდე. უკვე 43% მოვიდა იმისთვის, რომ ჩაიტაროს მეორე აცრა,“ - განაცხადა გაბუნიამ.