მიოკარდიტი - გულის კუნთის ანთება შესაძლოა, გულის უკმარისობა ან გულის რიტმის დარღვევა გამოიწვიოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მიოკარდიტი - გულის კუნთის ანთება შესაძლოა, გულის უკმარისობა ან გულის რიტმის დარღვევა გამოიწვიოს

ანთებამ შეიძლება მოიცვას მთელი კუნთი ან მხოლოდ მის გარკვეულ უბნებში გავრცელდეს.

დაავადების კლინიკური გამოვლინება განსხვავებულია – პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს მხოლოდ რამდენიმე სიმპტომი ან უეცრად აღმოცენდეს მძიმე, სწრაფად პროგრესირებადი გულის უკმარისობა ან გულის რიტმის მძიმე დარღვევა. აღნიშნული მრავალფეროვნება დამოკიდებულია მიოკარდიტის გამომწვევ მიზეზსა და გულის კუნთის ანთების გავრცელებასა და სიმძიმეზე. როცა მიოკარდიტს თან ერთვის პერიკარდიტიც, პაციენტს აქვს ტკივილი გულმკერდში. აღწერილ სიმპტომებს ემატება მიოკარდიტის გამომწვევი დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები – ინფექციისას კუნთების ტკივილი, ზოგჯერ ლიმფური კვანძების გადიდება, ალერგიისას – გამონაყარი. ზოგ შემთხვევაში მიოკარდიტი შეიძლება დილატაციური კარდიომიოპათიის მიზეზი გახდეს.

მიოკარდიტის დიაგნოზი

ექიმები ვარაუდობენ მიოკარდიტის არსებობას, როცა ჯანმრთელ პირებს, რომელთაც არ აქვთ გულის დაავადების რისკფაქტორები, უეცრად უვითარდებათ გულის უკმარისობის სიმპტომები ან გულის რიტმის დარღვევა. აღნიშნულს ზოგჯერ ემატება მიოკარდიტის გამომწვევი დაავადების ნიშნები.

მიოკარდიტის მკურნალობა

მიოკარდიტის მკურნალობა გულისხმობს გულის უკმარისობის და არითმიის მკურნალობას და ძირითადი, მიოკარდიტის გამომწვევი დაავადების მკურნალობას.

გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოიყენება შარდმდენები, ნიტრატები. არითმიის შემთხვევაში ინიშნება ანტიარითმიული საშუალებები. ზოგჯერ გულის რიტმის მყარი დარღვევის დროს საჭირო ხდება რიტმის წამყვანის (სპეციალური მოწყობილობა) იმპლანტაცია (ჩანერგვა).

ინფექციით გამოწვეული მიოკარდიტის დროს ინიშნება დაავადების გამომწვევი ინფექციის სამკურნალო საშუალებები. მედიკამენტური და ტოქსიკური მიოკარდიტის დროს მნიშვნელოვანია მათი ზემოქმედების შეწყვეტა, გამოიყენება კორტიკოსტეროიდები. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობენ სარკოიდოზით გამოწვეულ მიოკარდიტსაც.