„ომიკრონ“ ვარიანტი მსოფლიოს 106 ქვეყანაშია დადასტურებული
თუმცა „ომიკრონ“ ვარიანტი გავრცელებას განაგრძობს და წარმოადგენს რისკს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზიციის ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ ანგარიშშია აღნიშნული.
ჯანმო-სმონაცემებით, „ომიკრონ“ ვარიანტი მსოფლიოს 106 ქვეყანაშია დადასტურებული.
„ბოლოდროინდელი მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ „ომიკრონ“ ვარიანტი სწრაფად ვრცელდება იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მოსახლეობის იმუნიტეტის მაღალი დონეა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. მათივე განმარტებით, მონაცემები სიმძიმის შესახებ შეზღუდულია, მაგრამ გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკაში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები იზრდება. „შემთხვევების სწრაფად მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, შესაძლებელია ჯანდაცვის სისტემები გადაიტვირთოს. წინასწარი მონაცემების იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ „ომიკრონის“ ნეიტრალიზება შემცირებულია იმ ადამიანებში, რომლებსაც ვაქცინების პირველი და მეორე დოზა აქვთ მიღებული და ასევე მათში, რომლებმაც SARS-CoV-2-ი უკვე გადაიტანეს, რაც შეიძლება მიუთითებდეს ჰუმორალური იმუნური აცილების დონეზე“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. ჯანმო განმარტავს, რომ ამ ფაქტორების გამო, „ზოგადი რისკი, რომელიც დაკავშირებულია ახალ, „ომიკრონ“ ვარიანტთან, რჩება ძალიან მაღალი.“