ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში დღეის მდგომარეობით, „ფაიზერის“ 650 ათასი დოზაა დარჩენილი, რომელსაც ვადა 2022 წლის 31 მარტამდე აქვს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში დღეის მდგომარეობით, „ფაიზერის“ 650 ათასი დოზაა დარჩენილი, რომელსაც ვადა 2022 წლის 31 მარტამდე აქვს

ქვეყანაში დღეის მდგომარეობით, „ფაიზერის“650 ათასი დოზაა დარჩენილი, რომელსაც ვადა 2022 წლის 31 მარტამდე აქვს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ ვადა 2023 წლის ივნისის ჩათვლით აქვს.

„სულ ქვეყანაში ამ წლის განმავლობაში შემოსულია, დაახლოებით, 2 მლნ დოზა „ფაიზერი“. აქედან, დღეისთვის, დარჩენილია დაახლოებით, 650 ათასი დოზა, რომლის ვადა არის მარტის ბოლომდე, 31 მარტამდე. ვადა არის ერთი 2022 წლის 31 მარტი, არავინ იყენებს ამ სიტყვას, გაგრძელებული და გამოგრძელებული, ვადა არის დაწესებული და „ფაიზერის“ დოზებს ვადა გასდის მომდევნო წლის 31 მარტს. რაც შეეხება, „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“, მათ ვადა 2023 წლის ივნისის ჩათვლით აქვს.

ამასთან, ყველა ვაქცინას აქვს და ვაქცინაციის გეგმაში არის ე.წ. ტექნიკური დანაკარგის ცნება. „ასტრაზენეკა“ არის 10 -დოზიანი, „ფაიზერი“ 6-დოზიანი, შეიძლება არ მოვიდეს ადამიანი და გაფუჭდეს, ამას ჰქვია ტექნიკური დანაკარგი, „ფაიზერზე“ ჩვენ ტექნიკური დანაკარგი გვაქვს 0.5%-იდან 1%-მდეც არა. „ასტრაზენეკაზე“ გვქონდა 3%“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.