ზაზა წერეთელი - კვლევის მიხედვით, მონოკლონური ანტისხეულები, რაც „დელტას“ დროს წარმატებულია, ვერაფერს აკეთებს „ომიკრონის“ შემთხვევაში, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ეფექტიანობა კი 40%-მდე დაეცა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაზა წერეთელი - კვლევის მიხედვით, მონოკლონური ანტისხეულები, რაც „დელტას“ დროს წარმატებულია, ვერაფერს აკეთებს „ომიკრონის“ შემთხვევაში, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ეფექტიანობა კი 40%-მდე დაეცა

რომ მონოკლონური ანტისხეულები, რაც „დელტას“ დროს ძალიან წარმატებულია, ვერაფერს აკეთებს „ომიკრონის“ დროს - „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ეფექტიანობა კი 40%-მდე დაეცა,- ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა ზაზა წერეთელმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ამასთან, როგორც წერეთელმა აღნიშნა, „ომიკრონის“ შტამის შემთხვევაში მხოლოდ 5%-მდეა კორონავირუსისგან დაცვის მაჩვენებელი მათთვის, ვინც ვირუსი გადაიტანა, თუმცა ვაქცინირებული არ არის.

„საუბრობენ, რომ ეს შტამი იოლად მიმდინარეობს და რა მოხდა მერეო. ზოგმა ისიც თქვა, იქნებ ამით უფრო შევიძინოთ ბუნებრივი იმუნიტეტიო. ორი მომენტია - ქვეყნებში, სადაც ეს შტამი მძიმედ არ მიმდინარეობს, იქ აცრილები არიან, ამიტომ აცრამაც იმუშავა. მეორე - იმ ქვეყნებშიც კი, სადაც სწრაფად ვრცელდება, ჰოსპიტალიზაციამ მატება დაიწყო. ამდენი დაავადებული რომ იქნება, გაიზრდება ჰოსპიტალიზაცია და არაა გასაკვირი სიკვდილიანობაც გაიზარდოს. კანადელებმა გააკეთეს მოდელირება და აჩვენეს, რომ როდესაც ვირუსი 3-4-ჯერ სწრაფად ვრცელდება, 10-ჯერ სუსტიც რომ იყოს, ორი კვირის შემდეგ ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას იგივე ეფექტი აქვს, როგორც ძლიერ შტამს.

თქვეს, რომ ორი დოზის შემდეგ „ომიკრონს“ შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს - მაგალითად „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ეფექტიანობა 40%-მდე დაეცა დაინფიცირების თვალსაზრისით. ამავე დროს აჩვენეს, რომ 5%-მდეა დაცემული დაცვა, თუ გადატანილი გაქვთ „ბეტა“ ან „დელტა“ შტამი და აცრილი არ ხართ. „ომიკრონმა“ აჩვენა, რომ იმ შემთხვევაშიც თუ ვირუსი გადაიტანეთ, მაინც უნდა აიცრათ“,- განაცხადა ზაზა წერეთელმა.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 37%-ია აცრილი, არა მხოლოდ „ომიკრონი“, არამედ ყველა შტამი საშიში იქნება, რომელიც გამოჩნდება.

„იმ მომენტისთვის, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 37%-ია აცრილი, „დელტა“ იქნება, „ომიკრონი“ თუ სხვა შტამი, ყველანაირი შტამი, რომელიც საქართველოში გამოჩნდება, საშიშია. „ომიკრონის“ მთავარი საშიშროება, მისი გავრცელების სისწრაფეა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ შემთხვევების 73% „ომიკრონის“ შტამია. ეს ზუსტად ერთ კვირაში მოხდა - წინა კვირას იყო 13%, ანუ ერთ კვირაში 13%-დან 73%-მდე ავიდა. იგივე მოხდა ლონდონში. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შემთხვევების რაოდენობა დღენახევარში ორჯერ მატულობს. ეს ვირუსი კატასტროფულად სწრაფია. თან ეს ხდება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა დანია, ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო, სადაც დაახლოებით 80%-მდე იყო აცრილი. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, სადაც დაახლოებით 37%-ია აცრილი - ვირუსს თავისუფალი არეალი აქვს, რომ სწრაფად გავრცელდეს. ნორვეგიაში პირველი შემთხვევა მოხდა მას შემდეგ, რაც ხალხმრავალი შეკრება იყო დახურულ სივრცეში. მოგეხსენებათ, ეს რამდენად აქტუალურია საქართველოსთვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ახალი წელი მოდის“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

რაც შეეხება იმას, მოსალოდნელია თუ არა, რომ „ომიკრონის“ შტამი კორონავირუსის შტამებს შორის ბოლო იყოს, წერეთელი ამბობს, რომ ამის თქმა ნაადრევია.

„მსოფლიოს მოსახლეობის დიდი რაოდენობა აუცრელია. ეს ვირუსს აძლევს შესაძლებლობას, რომ გამრავლდეს და ამ მომენტში ცვლილება მაინც მოხდება, ამიტომ იმის თქმა, რომ მეტი შტამი აღარ იქნება, არ შეიძლება“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.