ჯანმო - არსებობს მტკიცებულება, რომ “ომიკრონ“ ვარიანტი მნიშვნელოვნად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმო - არსებობს მტკიცებულება, რომ “ომიკრონ“ ვარიანტი მნიშვნელოვნად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი

და ვაქცინირებული ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების დაინფიცირებასაც იწვევს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

„არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ „ომიკრონი“ „დელტა“ ვარიანტზე მნიშვნელოვნად უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი ალბათობაა, რომ ვაქცინირებული ან კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები დაინფიცირდნენ ან რეინფიცირება მოხდეს,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფროსი მეცნიერის, სუმია სვამინათანის განმარტებით, წინასწარი მტკიცებულებებიდან დასკვნის გაკეთება, რომ „ომიკრონი“ უფრო მსუბუქ სიმპტომებს იწვევს "არაკეთილგონივრული" იქნება.

”რიცხვების მატებასთან ერთად, ჯანდაცვის ყველა სისტემა დაიტვირთება,” - აღნიშნა მეცნიერმა.

კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პირველად სამხრეთ აფრიკაში, ნოემბრის ბოლოს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ „ძალიან მაღალ" გლობალურ რისკს წარმოადგენს.