აშშ-ში „ომიკრონ“ შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
, რომ შტატში „ომიკრონ“ შტამით დაინფიცირებული პირის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
მედიის ინფორმაციით, დაღუპული 50 წლამდე ასაკის მამაკაცია, რომელიც ვაქცინირებული არ იყო და თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, აშშ-ში ინფიცირების შემთხვევების 70%-ზე მეტი „ომიკრონ“ ვარიანტზე მოდის.
კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პირველად სამხრეთ აფრიკაში, ნოემბრის ბოლოს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ „ძალიან მაღალ" გლობალურ რისკს წარმოადგენს.