რატომ არიან ქალები შაკიკისადმი მიდრეკილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არიან ქალები შაკიკისადმი მიდრეკილები

ამასთან ითვლება, რომ აქედან დაახლოებით ორი მესამედი ქალია. მიუხედავად ამ დაავადების გავრცელებისა, ქალების შაკიკის განვითარებისადმი მიდრეკილების ბიოლოგიური მექანიზმი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ახალი კვლევის ავტორები შეეცადნენ გაერკვიათ ეს პრობლემა და გაანალიზეს 52 ათასი შვედი ტყუპის მონაცემები.

შედეგად დამტკიცდა, რომ შაკიკი ნამდვილად ქალთა დაავადებაა. კვლევის მონაწილეთა შორის ის აღენიშნებოდა ქალების 17%, ხოლო მამაკაცების მხოლოდ 5,5%. ამასთან, როგორც მკვლევარებმა დაასკვნეს, გენეტიკური განწყობა შაკიკისადმი თანაბრად გადადის როგორც მამაკაცებზე, ისე ქალებზე. თუმცა დაავადების განვითარების რისკთან დაკავშირებული გენების აქტივობა სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებს განსხვავებული აქვს.

ამას გარდა აღმოჩნდა, რომ ქალებში, რომელთაც ჰყავთ ტყუპისცალი ძმა, შაკიკი უფრო ხშირი იყო, ვიდრე, იმ ქალებში, რომელთაც ტყუპისცალი და ჰყავდათ. ამ გარემოებამ აფიქრებინა მეცნიერებს, რომ შაკიკის რისკზე მოქმედებს არა მარტო გენები, არამედ მუცლადყოფნის პერიოდში ჰორმონული ბალანსიც. ამგვარად, მამრობითი სქესის ნაყოფის არსებობა იწვევს მამაკაცის სასქესო ჰორმონების დონის გაზრდას, რომელიც მოქმედებს მდედრობითი სქესის ნაყოფზე და ზრდის მომავალში შაკიკის განვითარების ალბათობას.