დევი ტაბიძე - „ომიკრონი“ საქართველოში მასობრივად შემოვა და ძალიან ბევრ ადამიანს დაასნებოვნებს - ჯანდაცვის სისტემა მობილიზებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ინფიცირების მაჩვენებელი სერიოზული იქნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დევი ტაბიძე - „ომიკრონი“ საქართველოში მასობრივად შემოვა და ძალიან ბევრ ადამიანს დაასნებოვნებს - ჯანდაცვის სისტემა მობილიზებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ინფიცირების მაჩვენებელი სერიოზული იქნება

- ჯანდაცვის სისტემა მობილიზებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ინფიცირების მაჩვენებელი სერიოზული იქნება, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, დევი ტაბიძემ განაცხადა.

როგორც ტაბიძე განმარტავს, „ომიკრონის“ გავრცელება თერაპიული განყოფილებების შევსებას გამოიწვევს.

„შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ „ომიკრონი“ საქართველოში მასობრივად შემოვა და ძალიან ბევრ ადამიანს დაასნებოვნებს.

„ომიკრონი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება. შესაძლოა, დაინფიცირდნენ როგორც აცრილი ადამიანები, ამასთან ის პირებიც, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი. აქ ვირუსის მიმდინარეობა მსუბუქი იქნება. ეს ევროპულ ქვეყნებში არსებული ვითარებით დასტურდება. ჩვენ ისე გადავალთ "მეექვსე ტალღაში", რომ ამას ვერც შევიგრძნობთ. "მეხუთე ტალღის" სიმძიმეა ის, რომ კლინიკების ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილებები გაივსო. „ომიკრონის“ მასობრივი შემოსვლა თერაპიული განყოფილებების შევსებას გამოიწვევს“, - აღნიშნავს ტაბიძე.

მისივე თქმით, „ბუსტერით“ აცრის შემდეგ დაავადების მიმდინარეობა და გართულებები შემსუბუქდება, „ძალიან ბევრს ექნება ჩვეულებრივი რესპირატორული დაავადების შეგრძნება“.

"მაქსიმალური დაცვა არის დამატებით ვაქცინაში, რასაც ე.წ. ბუსტერი ჰქვია. „ბუსტერით“ აცრის შემდეგ შემსუბუქდება დაავადების ხარისხი, კერძოდ, მისი გავრცელება, მიმდინარეობა და გართულებები. ძალიან ბევრს ექნება ჩვეულებრივი რესპირატორული დაავადების შეგრძნება, რომც არ გაიტესტოს, ჩვეულებრივად გადაიტანს ამ დაავადებას, ვერ იგრძნობს. თუმცა, არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც სერიოზულად მძიმდება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჯანდაცვის სისტემა მობილიზებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ინფიცირების მაჩვენებელი სერიოზული იქნება“, - აღნიშნავს ტაბიძე მედიაცენტრ „მთავარში“.