ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაუშვა  Covovax ვაქცინის გადაუდებელი გამოყენება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაუშვა  Covovax ვაქცინის გადაუდებელი გამოყენება

რომელსაც აწარმოებს ინდოეთის შრატის ინსტიტუტი ამერიკული კომპანიის Novavax-ის ლიცენზიით.

ჯანმოს განცხადებაში ნათქვამია: „დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა საგანგებო სიტუაციებში (EUL) გამოსაყენებელი პრეპარატების სია NVX-CoV2373-თვის, გააფართოვა რა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული SARS-CoV-2 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების სია. ვაქცინა სახელწოდებით CovovaxTM იწარმოება ინდოეთის შრატის ინსტიტუტის მიერ Novavax-ის ლიცენზიით და წარმოადგენს COVAX პლატფორმის საშუალებების პორტფელიოს ნაწილს, რაც აუცილებელი იმპულსია დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში დიდი რაოდენობით ადამიანის ვაქცინაციისათვის“

ჯანმო-ს ნებართვა COVAX პროგრამით პრეპარატების სიაში ყოფნისა და საერთაშორისო შესყიდვის წინაპირობაა.

როგორც ორგანიზაციაში იტყობინებიან, ჯანმოს მიერ მოწვეულმა მსოფლიოს ექსპერტების მიერ შემდგარმა გადაუდებელი გამოყენების პრეპარატების ნუსხის ტექნიკურმა საკონსულტაციო ჯგუფმა განსაზღვრა, რომ ვაქცინა შეესაბამება COVID-19-ისგან დაცვის ჯანმოს სტანდარტებს და ამ პრეპარატის სარგებელი აღემატება ნებისმიერ რისკს. შესაბამისად, ვაქცინა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მთელს მსოფლიოში.

Covovax - ორ დოზიანი ვაქცინაა, რომელსაც ღებულობენ SARS-CoV-2-ის მოდიფიცირებული სპაიკ-ცილის შემცველი ხელოვნურად შექმნილი ბაკულოვირუსისაგან.

ჯანმოს ინფორმაციით, კომპანია Novavax-ის მიერ შექმნილი ორიგინალი პროდუქტი, სახელწოდებით NuvaxovidTM, დღეისათვის შეფასებას გადის ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მხრიდან. ჯანმოს განცხადებით, ამ ვაქცინის შეფასებას დაასრულებს მას შემდეგ, რაც ЕМА საკუთარ რეკომენდაციებს გამოსცემს.