როგორია პანდემიის გამო გარდაცვლილთა პროცენტული მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით - სტატისტიკური მონაცემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორია პანდემიის გამო გარდაცვლილთა პროცენტული მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით - სტატისტიკური მონაცემები

ვრცელდება სტატისტიკური მონაცემები, თუ როგორია ქვეყნებში სიკვდილობის მაჩვენებელი მილიონ მოსახლეზე, ამ მაჩვენებლის მიხედვით საქართველო არასახარბიელო პოზიციაზეა, რადგან მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რიცხვი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მაღალია - 3,261 და მსოფლიო ყველა ქვეყანას შორის მე-8 ადგილს ვიკავებთ. ანუ ჩვენს წინ მყოფი 7 ქვეყნის (პერუ, ბულგარეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, უნგრეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და ჩეხეთი) შემდეგ, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გვაქვს.

თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოში მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა მაღალი მაჩვენებელი უკავშირდება ზოგადად დაავადების გავრცელების მაღალ მაჩვენებელს ანუ საერთო შემთხვევათა საკმაოდ დიდ რაოდენობას და არა იმას, რომ ზოგადად ინფიცირებულთა გარდაცვალების პროცენტია მაღალი. ამის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ ერთი სტატისტიკა, რომელიც ქვეყნებში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გარდაცვლილთა პროცენტს გვაჩვენებს. ეს ცხრილი ასე გამოიყურება:

იემენი 19.6%

პერუ 8.9%

მექსიკა 7.6%

სუდანი 7.2%

ეკვადორი 6.3%

სომალი 5.8%

ეგვიპტე 5.7%

სირია 5.7%

ტაივანი 5.1%

ლიბერია 4.9%

ბოსნია და ჰერცეგოვინა 4.6%

ავღანეთი 4.6%

ჩინეთი 4.3%

ბულგარეთი 4.1%

ნიგერია 3.8%

პარაგვაი 3.6%

ჩრდილოეთ მაკედონია 3.5%

ტუნისი 3.5%

რუმინეთი 3.2%

უნგრეთი 3.1%

რუსეთი 2.9%

ბრაზილია 2.8%

სამხრეთ აფრიკა 2.8%

უკრაინა 2.6%

იტალია 2.5%

სომხეთი 2.3%

პოლონეთი 2.3%

საბერძნეთი 1.9%

კოსოვო 1.9%

ლატვია 1.7%

შეერთებული შტატები 1,6%

ესპანეთი 1.6%

გერმანია 1.6%

კანადა 1.6%

ყირგიზეთი 1.5%

საქართველო 1.4%

ლიტვა 1.4%

ბელგია 1.4%

საფრანგეთი 1.4%

ნეპალი 1.4%

ინდოეთი 1.4%

დიდი ბრიტანეთი 1,3%

ავსტრია 1.1%

იაპონია 1.1%

სერბეთი 1.0%

შვეიცარია 1.0%

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ცხრილი გვაჩვენებს დაავადების ყოველი 100 შემთხვევიდან გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობას. ცხრილში შედარებისთვის ქვეყნების მხოლოდ გარკვეული ნაწილია მოყვანილი. როგორც ვხედავთ, საქართველოში მაჩვენებელი 1,4%-ია და ბევრ, ჩვენზე მეტად განვითარებული ჯანდაცვის სისტემის მქონე, ქვეყანაში უარესი პროცენტული მაჩვენებლებია.

ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია ბოლო დღეებში გვიჩენს იმედს, რომ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შემცირდება და შესაბამისად დაიკლებს გარდაცვალების შემთხვევებიც.

ასევე იმედი ვიქონიოთ, რომ ომიკრონის შტამით გამოწვეული ლეტალური მაჩვენებლები კიდევ უფრო ნაკლები იქნება და გამართლდება არაერთი იმუნოლოგის პროგნოზი, რომ ომიკრონი დაასრულებს პანდემიას.

პროცენტული მაჩვენებლების წყარო: coronavirus.jhu.edu/data