ჩაიტარეთ ვაქცინაცია, რათა ბევრი ახალშობილი გადარჩეს. გვახსოვდეს, ყველა სირთულის მიუხედავად, სიცოცხლე  გრძელდება! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩაიტარეთ ვაქცინაცია, რათა ბევრი ახალშობილი გადარჩეს. გვახსოვდეს, ყველა სირთულის მიუხედავად, სიცოცხლე  გრძელდება!

„ჩემი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების მიუხედავად, ცხადია, პანდემია ნამდვილი გამოწვევაა თითოეული ექიმისთვის, რომელსაც, ჩვენი კლინიკის მაგალითით, ვფიქრობ, თავს ვართმევთ.

ისეთ პაციენტებთან შეხვედრაც გვიხდება, რომლებიც არასდროს დაგვავიწყდება - ორსული ქალი, რომელიც ახალი სიცოცხლის დაბადებას ელოდება და, ამასთანავე, ამ ვერაგ ვირუსთან ბრძოლა უწევს, დიდ გამხნევებასა და, პროფესიულის გარდა, მორალურ თანადგომას საჭიროებს - ახალი სიცოცხლის გადასარჩენად, მასთან ერთად უნდა იბრძოლო...

სულ ახლახან მომხდარ, ერთ შემთხვევას გავიხსენებ, რომელიც დიდხანს დარჩება ჩემს გონებაში. შემოვიდა კოვიდიანი, 25 კვირის, ორსული, რომელსაც აღნიშნული დაავადების საკმაოდ მძიმე მიმდინარეობის გარდა, ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, შეინიშნებოდა ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლის კლინკური ნიშნები. დედისა და ნაყოფის სასიცოცხლო მონაცემების გათვალისწინებით, პაციენტს სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ახალშობილი 800 გრამი და 36 სანტიმეტრი დაიბადა, რის შემდეგაც გავუწიეთ პირველადი რეანიმაციული დახმარება ახალშობილთა რეანიმაციულ განყოფილებაში. დღეს, ამ შემთხვევიდან რამდენიმე კვირაში, ახალშობილი აპარატიდან მოვხსენით, იგი ნორმალურ ცხოვრებას აგრძელებს, რაც ჩემთვის დიდი გამარჯვების ტოლფასია. ეს არის ძალა და რწმენა იმისა, რომ კოვიდს აუცილებლად გავუმკლავდებით!

ჩვენი, ექიმების, უწყვეტი მოწოდებაა - დაიცავით რეგულაციები, ჩაიტარეთ ვაქცინაცია, რათა ბევრი ახალშობილი გადარჩეს. გვახსოვდეს, ყველა სირთულის მიუხედავად, სიცოცხლე გრძელდება!

„ერთად გავუმკლავდეთ“ - ამ მოწოდების გარშემო გაერთიანდნენ პანდემიასთან შერკინების წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ. „კოვიდთან მებრძოლები“ და მათი მონათხრობი - ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროექტი - „ერთად გავუმკლავდეთ“ - კოვიდვაქცინაციის პოპულარიზაციასა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას ემსახურება.“

#ერთადგავუმკლავდეთ

#ძლიერიჯანდაცვისთვის

#ვაქცინაგვიცავს

#ჯანდაცვა2021 #ჯეს

#გავუმკლავდეთ