ქოლესტერინის დონე, შესაძლოა, ხელის გულის საშუალებით განსაზღვრონ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქოლესტერინის დონე, შესაძლოა, ხელის გულის საშუალებით განსაზღვრონ

ამას გარდა ის აუცილებელია სტაროიდული ჰორმონების, ნაღვლის მჟავებისა და D ვიტამინის სინთეზისათვის. თუმცა ქოლესტერინის ორგანიზმში სიჭარბის შემთხვევაში ის გროვდება სისხლძარღვის კედლებზე და ვითარდება ათეროსკლეროზი. ქოლესტერინის გროვები ავიწროებს არტერიების სანათურს და აუარესებს სისხლის მომოქცევას გულსა და ტვინში. ამას გარდა შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვის დახშობა.

გულით დაავადებულმა ადამიანებმა რეგულარულად უნდა იკონტროლონ სისხლში ლიპიდების დონე, რათა დროულად მიიღონ წამლები და თავიდან აიცილონ მძიმე ათეროსკლეროზი. ასეთ პაციენტებს ხშირად უწევთ სისხლის ბიოქიმიური ანალიზის გაკეთება. მეთოდი ინვაზიურია და მოითხოვს გარკვეულ დროს.

ჩინელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ქოლესტერინის გაზომვის არაინვაზიური მეთოდი. მაჩვენებელს თვლიან პაციენტის კანიდან. თავდაპირველად ადამიანის ხელის გულს წმენდენ სპირტით და კანზე ათავსებენ პლასტიკის რგოლს, შემდეგ პაციენტი ადებს ხელს სკანერს იმგვარად, რომ რგოლი ეხებოდეს მოწყობილობის ლინზას. ასე საზღვრავენ როგორ შთანთქა კანმა სინათლე რეაგენტის დამატების გარეშე.

რეაგენტს უმატებენ რგოლს, გაზომვის მეორე ეტაპზე. ის შედგება სუბსტრატისა და დიგიტონინისაგან. ეს უკანასკნელი უკავშირდება ქოლესტერინს კანზე და იზომება სუბსტრატის შეფერილობა. მისი ინტენსივობა დამოკიდებულია შეკავშირებული ქოლესტერინის რაოდენობაზე. მოწყობილობის გადამცემი ზომავს სინათლის შთანთქმას კანის დამუშავებულ უბანზე და ამ პარამეტრით გამოითვლება ქოლესტერინის შემცველობა.

მოწყობილობა გამოსცადეს გულის იშემიური დაავადების მქონე 121 პაციენტზე. მათ 12 კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ სტატინებით და პერიოდულად უზომავდნენ ქოლესტერინის დონეს კანსა და სისხლში. აღმოჩნდა, რომ ეს მაჩვენებლები კოლერილებს. ე.ი. ეს მეთოდი შეიძლება გახდეს სისხლის ბიოქიმიური ანალიზის კარგი ალტერნატივა.