სასიხარულო სიახლე! - Pfizer-ის მიერ წარმოებული ანტივირუსული პრეპარატი 90%-იან ეფექტურობას აჩვენებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასიხარულო სიახლე! - Pfizer-ის მიერ წარმოებული ანტივირუსული პრეპარატი 90%-იან ეფექტურობას აჩვენებს

COVID-19-ის წინააღმდეგ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა ანუ რისკ-ჯგუფში მყოფი პაციენტების ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებელი 90%-ით შეამცირა. ასევე ცნობილი ხდება, რომ პრეპარატი ეფექტურია სწრაფად გავრცელებადი ახალი შტამის - ომიკრონის წინააღმდეგაც.

გასულ თვეში მწარმოებელი აცხადებდა, რომ პერორალური (ანუ დასალევი) პრეპარატი 89%-ით უფრო ეფექტურად ამცირებდა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკს პლაცებოსთან შედარებით. კვლევაში 1200 ადამიანი მონაწილეობდა. სამშაბათს გამოქვეყნებული საბოლოო შედეგების მიღებამდე კი კვლევაში კიდევ 1000 ადამიანი ჩაერთო.

კვლევაში მონაწილეთაგან არცერთი პირი არ გარდაცვლილა იმ ჯგუფიდან, რომელსაც ფაიზერის პრეპარტით მკურნალობდნენ. მეორე ჯგუფში კი, რომელსაც პლაცებოს აძლევდნენ 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ფაიზერის პრეპარატი ინიშნება სხვა აქამდეც ცნობილ ანტივირუსულ პრეპარატთან - რიტონავირთან ერთად, ყოველ 12 საათში ერთხელ, წამლის მიღება პაციენტმა ვირუსის პირველი ნიშნების გაჩენისთანავე უნდა დაიწყოს.

"ეს გასაოცარი შედეგია, ჩვენ ათასობით ადამიანს ვიხსნით ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისაგან" - აღნიშნა ინტერვიუში ფაიზერის სამეცნიერო ხელმძღვანელმა მიქაელ დოლსტენმა.

ფაიზერი ვარაუდობს, რომ აშშ-ს სურსათისა და წამლის სამმართველო უახლოეს პერიოდში გასცემს ამ პრეპარტის გამოყენების ნებართვას.

წლის ბოლომდე 180 000 პაციენტის სამკურნალოდ საჭირო რაოდენობის მომზადება იქნება შესაძლებელი, მომავალი წლიდან კი 80 მილიონი საკურნალო კურსისთვის საკმარის რაოდენობას დაამზადებენ. გარდა ამისა, ფაიზერი მზად არის, რომ 95 ქვეყნის ფარმაცევტულ კომპანიებს გადასცეს ჯენერიკის წარმოებისთვის საჭირო ინფორმაცია.