ეჭვიანობის დასამარცხებელი მარტივი საშუალება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ეჭვიანობის დასამარცხებელი მარტივი საშუალება

დამტკიცებულია, რომ ოქსიტოცინის ზემოქმედებით ჩნდება ნდობის, კმაყოფილების, სიმშვიდის და ემოციური სიახლოვის გრძნობა. მკვლევარებმა გადაწყვიტეს გამოერკვიათ ოქსიტოცინის ცხვირში შესხურება რამდენად შეამცირებდა პარტნიორის მიმართ ეჭვიანობის შეგრძნებას.

ამისათვის ჩატარდა ლაბორატორიული ექსპერიმენტი სტაბილურ ინტიმურ ურთიერთობაში მყოფი 70 წყვილის მონაწილოებით. თავდაპირველად ყველა მონაწილემ გაიარა ფსიქოლოგიური ტესტირება, ხოლო შემდეგ შემთხვევითობის პრინციპით გაყვეს ორ ჯგუფად. პირველმა ჯგუფმა მიიღო ოქსიტოცინის ერთი შესხურება ცხვირში, ხოლო მეორე ჯგუფმა პლაცებო.

მონაწილეებს ამის შემდეგ უნდა შეესრულებინათ ორი ერთმანეთთან დაკავშირებული დავალება. პირველის შემთხვევაში უნდა წარმოედგინათ სხვადასხვა სიტუაცია, რომელშიდაც პარტნიორი ავლენდა ემოციურ ან სექსუალურ ღალატს და აფასებდა წარმოსახვით ღალატზე განვითარებულ ემოციურ რეაქციას. მეორე დავალება გულისხმობდა სპეციალურად შემუშავებულ ონლაინ ბურთის თამაშს თავის პარტნიორთან და უცნობ ადამიანთან. ამასთან სცენარი ისე იყო მიმართული, რომ შეგნებულად მომხდარიყო მონაწილეს ეჭვიანობაზე პროვოცირება.

ორივე დავალების შედეგებით აღმოჩნდა, რომ ორივე სქესის მონაწილეები, რომლებმაც მიიღეს ოქსიტოცინი, ნაკლებად ეჭვიანები იყვნენ, ვიდრე ისინი, რომელთაც პლაცებო შეხვდათ.

მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ოქსიტოცინის სპრეი შეიძლება გამოყენებული იქნას პათოლოგიური ეჭვიანობის თერაპიის დროს. ოქსიტოცინი ტვინში გამომუშავდება ბუნებრივად ჩახუტების, კოცნის და ალერსის დროს. ის პარტნიორებს ურთიერთობის განმტკიცებაში ეხმარება.