ბარიატრიული ქირურგია დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში - ჭარბწონიანობის დამარცხების ეფექტური გზა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბარიატრიული ქირურგია დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში - ჭარბწონიანობის დამარცხების ეფექტური გზა

ჭარბწონიანობას ხშირად 21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევადაც მოიაზრებენ. დღესდღეობით მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 25% აწუხებს ეს პრობლემა, ხოლო აქედან 10%-ის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომატებული წონა უკვე დაავადებაა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და მკურნალობას საჭიროებს.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ვსაუბრობთ ჭარბწონიანობაზე, არ ვგულისხმობთ რამდენიმე დღეში მომატებული წონის დაკლებას ან სარკეში შემჩნეული არასასურველი ფორმის მცირედ კორექტირებას.

“მორბიდული სიმსუქნე - სწორედ ასე ეწოდება სამედიცინო ენაზე ჯანმრთელობისათვის საშიშ მდგომარეობას, რომელიც მასის ინდექსის მნიშვნელოვანი დარღვევითაა (35 და მეტი) გამოწვეული. ჭარბწონიანობის განვითარების წინაპირობა, რაღა თქმა უნდა, უამრავია და ამ ჩამონათვალს თანამედროვე ცხოვრების რიტმი კიდევ უფრო მასშტაბურს ხდის: მჯდომარე სამსახური, დროის სიმცირის გამო სწრაფი კვების ობიექტებში ჭამა, მედიკამენტები, გენეტიკა და ა.შ. რამდენადაც მოცულობითია გამომწვევი მიზეზების სია, იმდენად დიდია შემდგომში ჭარბწონიანობით პროვოცირებული ჯანმრთელობის პრობლემებისა და დაავადებების რაოდენობაც: ცხოვრების ხარისხის გაუარესებას ემატება შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკი და ა.შ.”- გვიყვება დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი, ზოგადი ქირურგი - ქეთევან ქვრივიშვილი.

shida-1639138343.jpg

მსგავსი პრობლემების არიდების გზები საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც მცდელობის მიუხედავად, მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ ახერხებენ დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და გათავისუფლდნენ მომატებული წონისაგან. და სწორედ ასეთ მომენტში, როდესაც უკვე უიმედობის განცდაც კი გიპყრობს, დრო დგება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზას - ბარიატრიულ ქირურგიას მიმართო.

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი კი ის ადგილია, სადაც ექიმები ყურადღებით მოისმენენ თქვენს პრობლემას და ბარიატრიული ოპერაციის თქვენზე მორგებულ მეთოდსაც შემოგთავაზებენ. მაღალკვალიფიციური პერსონალი, უახლესი აპარატურა, თანამედროვე მიდგომები, მრავალწლიანი გამოცდილება და მისაღები ფასები - სწორედ ეს გახლავთ დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის უპირატესობა.

ლაპარასკოპიული ანუ უსისხლო მეთოდით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პაციენტებს არ აქვთ ნაწიბური, რამდენიმე დღეშივე უბრუნდებიან ყოველდღიურობას, უფრო სწორად კი იწყებენ ახალ ცხოვრებას: მალევე იწყება წონის კლების პროცესი, რომელიც 6-18 თვის განმავლობაში გრძელდება და ამ პერიოდში ქრება ჭარბი წონის დაახლოებით 80%. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წონის კლება მიმდინარეობს ზედმეტი შეზღუდვების გარეშე, შეგიძლია მიირთვა შენთვის საყვარელი კერძებიც, უბრალოდ იცვლება ერთი გადამწყვეტი დეტალი: ულუფის ზომა.

იმის მიუხედავად, რომ რიგ შემთხვევებში ბარიატრიულ ოპერაციას ესთეტიკურ ქირურგიად მოიაზრებენ, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისჯ ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი, ზოგადი ქირურგი, მედიცინის დოქტორი - ქეთევან ქვრივიშვილის თქმით, მსგავსი ქირურგიული ჩარევების მთავარი მიზანი პაციენტის გამოჯანმრთელება და ზოგჯერ არსებული, მაგრამ არგამოვლენილი დაავადებების თავიდან არიდებაა.

„ოპერაციის შემდეგ თითქოს ახლიდან დავიბადე, აღარ ვეძებ სახლში დარჩენის მიზეზებს. არასდროს ვყოფილვარ ისეთი აქტიური და ხალისიანი, როგორც ახლა. ალბათ, ამიტომაც მინდა, რომ მსგავსი პრობლემის მქონე რიგით გამვლელებსაც კი გავუზიარო ჩემი გამოცდილება, ვუთხრა, რომ არსებობს ჭარბწონიანობის დამარცხების ეფექტური გზა, რათა მათაც ჩემსავით იგრძნონ, რას ნიშნავს ცხოვრების თავიდან დაწყება.“ - ამბობს ტატიშვილის კლინიკის უკვე ყოფილი პაციენტი ნინუცა კალანდარიშვილი.

თუ გაწუხებთ ჭარბი წონა, რომელიც მრავალი უშედეგო დიეტის მიუხედავად, გიქმნით დისკომფორტს ყოველდღიურ ცხოვრებაში, სასურველია მიმართოთ ბარიატრ ქირურგს, რომელიც პროფესიონალურად განსაზღვრავს თქვენი მკურნალობის ტაქტიკას.

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ ბარიატრი ქირურგის უფასო კონსულტაციას, დანიშნულ ანალიზებზე კი 20% ფასდაკლებას. კლინიკა აღჭურვილია უახლესი თაობის 4k ლაპაროსკოპიული აპარატურით და დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებითა და ექიმთა გუნდით. ჩვენი მიზანია შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებული სერვისი მისაღებ ფასად.

დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ნომერზე: 592201551, საბურთალოს ფილიალი (მარიჯანის ქუჩა 2ბ.)

R