ლიპიდურ მარკერებს 20 წლით ადრე შეუძლია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინასწარმეტყველება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლიპიდურ მარკერებს 20 წლით ადრე შეუძლია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინასწარმეტყველება

როდესაც სისხლში ქოლესტერინის და სხვა მავნე ცხიმების არანორმალური დონე აღინიშნება. ლიპიდების მომატებული დონე კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების უმთავრეს რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის, „ცუდი“ ქოლესტერინის (LDL-C) მაღალი დონე კარდიოვასკულარული დაავადებების მიზეზი ხდება, ამიტომ საერთაშორისო გაიდლაინებით, LDL-C-ს დონე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთგვარ მარკერს წარმოადგენს.

ახალი კვლევა კი ყურადღებას ამახილებს apoB/apoA-1, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ინფარქტისა დ ინსულტის განვითარებაში. სისხლში მათი დონის განსაზღვრა კი საერთაშორისო გაიდლაინებით არ არის სავალდებულო.

შვედეთში კაროლინსკის ინსტიტუტის ხელმძღვანელობით გამოიკვლიეს კავშირი apoB/apoA-1 და არალეტალური გულის შეტევების, ინსულტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგად სიკვდილიანობის სიხშრეს შორის.

კვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვისაც აპოპროტეინ B -ის მაღალი, ხოლო აპოპროტეინ A-ს დაბალი დონე აქვთ, სამჯერ უფრო ხშირად ემართებათ გულის შეტევა, ვიდრე მათ , ვისაც apoB/apoA დაბალი თანაფარდობა აქვთ.

apoB - ს გადააქვს LDL-C (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები), ანუ „ცუდი ქოლესტერინი“, apoA-1 - გადააქვს HLD-C ( მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები).

apoB/apoA-1 წილებს შორის შემცირება სჭირდებათ მათ, ვისაც სისხლში მომატებული ქოლესტერინის დონე აქვთ.

რაც უფრო მაღალია apoB/apoA-1 წილების მაჩვენებელი, უფრო მეტია მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკი, ასევე პაციენტები მეტად საჭიროებენ კორონარულ ქირურგიას.

კვლევამ ისიც აჩვენა, რომ apoA-1დონის შემცირებამ კიდევ უფრო გაზარდა დაავადებების გართულების რისკები.

სისხლში apoB/apoA-1 წილების განსაზღვრა დაგვეხმარება კარდიოვასკულარული დაავადებების პრევენციაში, ადრეულად მოხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებსაც ერთი შეხედვით დაბალი, ან ნორმალური „ცუდი“ ქოლესტერინის დონე აქვთ, თუმცა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ქვეშ არიან.

ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ ისინი, ვისაც ტრიგლიცერიდების მომატებული დონე აქვთ, აწუხებთ ჭარბი წონა, მეტაბოლური სინდრომი და დიაბეტი.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, საზოგადოება დიდი ხანია მხოლოდ ტრადიციულ მარკერებს ეყრდნობა, რაც სისხლში HLD-C -ის და LDL-C -ის დონის განსაზღვრას გულისხმობს, ახლა კი საჭიროა ახალი ხედვა და რისკების დროული შეფასება.

კვლევა აძლიერებს არგუმენტს, რომ ლიპიდური ანალიზის ჩატარებისას, მნიშვნელოვანია დამატებითი კვლევის ჩატარება, კერძოდ აპოლიპოპროტეინის დონის შემოწმება. გულის დაავადებების პრევენციის ახალი მარკერები კი ApoB და apoB/apoA-ია.