ჯანდაცვის მინისტრი - გაერთიანებულ სამეფოში, თვის ბოლომდე, შესაძლოა „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების 1 მილიონამდე შემთხვევა გამოვლინდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანდაცვის მინისტრი - გაერთიანებულ სამეფოში, თვის ბოლომდე, შესაძლოა „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების 1 მილიონამდე შემთხვევა გამოვლინდეს

სავარაუდოდ, უფრო მკაცრი კონტროლის დაწესების საჭიროებას აგვაცილებს თავიდან, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რითაც ის ინგლისში კოვიდშეზღუდვების გამკაცრებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ომიკრონ“ ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ნებისმიერი სხვა შესწავლილი ვარიანტი და გაერთიანებულ სამეფოში თვის ბოლომდე შესაძლოა ინფიცირების 1 მილიონი შემთხვევა გამოვლინდეს.

„იმედი მაქვს, ადამიანების უმეტესობა გააცნობიერებს, რომ გადამწყვეტი ქმედებების ახლა განხორციელებით, ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ პოტენციური ქმედება მომავალში”, - განაცხადა ჯავიდმა.

ამასთან, მან უპასუხა შეკითხვას, განიხილავდა თუ არა მთავრობა სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებას.

„არა. ვფიქრობ, ეთიკურად არასწორია. ასევე, ძალიან პრაქტიკულ დონეზე, ეს უბრალოდ არ იმუშავებს. ვაქცინაციის მიღება დადებითი გადაწყვეტილება უნდა იყოს,“- აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ინგლისში კორონავირუსთან დაკავშირებული ზომები გაამკაცრა. შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეებმა, შეძლებისდაგვარად, შინიდან უნდა იმუშაონ, საზოგადოებრივ ადგილებში პირბადეები გამოიყენონ, გარკვეულ დაწესებულებებში, მათ ღამის კლუბებში, შესვლისას კი კოვიდ საშვები წარადგინონ.