"ომიკრონს“ არ ახასიათებს სუნის ან გემოს დაკარგვა, ჯერ არ გამომჟღავნებულა ჟანგბადის დონის მნიშვნელოვანი ვარდნა" - რა სიმპტომები აქვს ახალ შტამს და რამდენ ხანში იქნება მისი კვლევის პირველი შედეგები?
სამხრეთ აფრიკის გადამდებ დაავადებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა აღმოაჩინა და ამის თაობაზე საჯარო განცხადებაც გააკეთა. ჯანმო-მ მას სახელად "ომიკრონი" მიანიჭა.
სამხრეთ აფრიკის მთავარი ჰოსპიტალის მონაცემებთ, კოვიდის შემთხვევების რიცხვი იზრდება, მაგრამ პაციენტების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები - შემცირებულია.
სამხრეთ აფრიკის პრეტორიას კლინიკამ, 14-დან 29 ნოემბრამდე სულ 166 კოვიდპაციენტი მიიღო. ამჟამად კორონავირუსით დაავადებულთა განყოფილებებში 42 პაციენტი მკურნალობს.
სამხრეთ აფრიკელი ექიმი, ანჯელიკ კოეტზი, რომელიც მედიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარეცაა, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვირუსის ახალი ვარიანტის წარმოქმნის შესახებ ეჭვები გამოთქვა. კოეტზის ეჭვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მისი კლინიკის 7 პაციენტს, დელტა ვარიანტისგან განსხვავებული სიპტომები აღმოაჩნდა.