ლედ-თერაპია მხედველობის გაუმჯობესებაში გვეხმარება - წითელი შუქის გავლენა თვალის ბადურაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლედ-თერაპია მხედველობის გაუმჯობესებაში გვეხმარება - წითელი შუქის გავლენა თვალის ბადურაზე

გაერთიანებული სამეფოს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, წითელი ფერის შუქი მხედველობას აუმჯობესებს.

კვლევამ აჩვენა, რომ კვირაში ერთხელ, დილით, მუქი წითელი შუქის 3 წუთიანი ზემოქმედება თვალზე საკმარისია, რომ დაბერებისა და სხვადასხვა დაავადების შედეგად დაქვეითებული მხედველობა აღვიდგინოთ.

როგორც აღმოჩნდა, წითელი ნათურები ზეგავლენას ახდენენ თვალის ბადურაში არსებულ მიტოქონდრიებზე.

სინათლე ორგანოიდის მუხტს ზრდის და ეხმარება უფრო მეტი ენერგიის გამომუშავებაში, რაც ასაკთან და თვალის დაავადებებთან ერთად სუსტდება. ამ ენერგიის ქიმიური წყარო კი ადენოზინტრიფოსფატი, ანუ ატფ-ია.

მხედველობა 40 წლის შემდეგ მცირდება, რაც ატფ-ის 70%-ით შემცირებასთან ასოცირდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თვალის უჯრედებს არ აქვთ საკმარისი ენერგია, რათა შეძლონ სწორი ფუნქციონირება.

თვალის ბადურა არის ორგანო, რომლის უჯრედებიც ყველაზე მეტ მიტოქონდრიას შეიცავს, ვინაიდან მას დიდი რაოდენობით ენერგია ესაჭიროება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლედ-თერაპიის გამოყენება მხედველობის გასაუმჯობესებლად მარტივია, ვინაიდან ბადურაზე ოპტიკური წვდომა გვაქვს. შუქის დახმარებით ღვიძლის, ან თირკემელების უჯრედების მიტოქონდრიებზე ზემოქმედება რთულია, თვალს კი მარტივად შეგვიძლია დავეხმაროთ ენერგიის გამომუშავებაში.

ბადურა ყველა სხვა ორგანოსთან შედარებით, ყველაზე ადრე ბერდება, ამიტომ წითელი შუქის თერაპიის ეფექტურობის აღმოჩენა, ბევრ პაციენტს დაეხმარება მხედველობის შენარჩუნებაში.