შემუშავებულია ანტიკოვიდური საღეჭი რეზინა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შემუშავებულია ანტიკოვიდური საღეჭი რეზინა

როგორც ცნობილია, SARS-CoV-2 ვირუსი ადამიანის ორგანიზმში აღწევს ACE2-რეცეპტორებთან- გარკვეული უჯრედის ზედაპირზე არსებულ ცილებთან- შეკავშირების შედეგად. როგორც კვლევები აჩვენებს, ინფიცირებული ადამიანის ნერწყვში ძალიან ბევრი ვირუსული ნაწილაკია. ამის გათვალისწინებით, მეცნიერებმა შექმნეს საღეჭი რეზინა მცენარეებიდან მიღებული ACE2 ცილის მაღალი შემცველობით.

კვლევის იდეა იმაში მდგომრეობს, რომ საღეჭ რეზინაში არსებული ცილა ACE2, იქნება ერთგვარი „ხაფანგი“, პირის ღრუში გამრავლებული ვირუსული ნაწილაკებისათვის. ვირუსული ნაწილაკები აქტიურად შეუკავშირდებიან რეცეპტორებს, რაც ორგანიზმში და გარშემო მყოფ ადამიანებში ვირუსის გავრცელების რისკს მინიმუმამდე დაიყვანს.

საკუთარი გამოგონების ეფექტურობის გამოსაცდელად, მეცნიერებმა შეურიეს ინფიცირებული ადამიანების ნერწყვი ფხვნილის ფორმის 2 საღეჭ რეზინას. ერთი შეიცავდა ACE2 ცილას, მეორე არ შეიცავდა (პლაცებო). აღმოჩნდა, რომ ნერწყვში, რომელიც შეურიეს ცილის შემცველ ფხვნილს, ვირუსული ნაწილაკების დონე გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე პლაცებოს გამოყენების შემთხვევაში.

ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა ასევე აჩვენა, რომ ანტიკოვიდური რეზინა წარმატებით იცავს ადამიანის უჯრედებს მათში ფსევდოტიპირებული ვირუსის (უვნებელი ვირუსი, რომელიც თავის ზედაპირზე შეიცავს SARS-CoV-2-ის სპაიკ-ცილას) შეჭრისაგანაც. მხოლოდ 5 მგ რეზინაა საკმარისი, იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად დაქვეითდეს ინფიცირებული უჯრედების დონე, ხოლო 50მგ ამ მაჩვენებელს 95%-მდე ზრდის.

ლაბორატორიული კვლევების იმედის მომცემი შედეგების საფუძველზედ მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ შემუშავებული საღეჭი რეზინა, თავისი მახასიათებლებით და გემოთი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი რეზინისაგან, და შეიძლება ხელმისაწვდომი საშუალება გახდეს საუბრის, სუნთქვის ან ხველის დროს ვირუსის გადაცემის თავიდან ასაცილებლად. თუმცა მიღებული შედეგების დასამტკიცებლად აუცილებელია ანტიკოვიდური საღეჭი რეზინის ადამიანებზე გამოცდა.