ომიკრონის სიმპტომებს უწოდებენ უჩვეულოს, მაგრამ მსუბუქს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ომიკრონის სიმპტომებს უწოდებენ უჩვეულოს, მაგრამ მსუბუქს

ნოემბრის დასაწყისიდან ყურადღება მიაქცია კოვიდიანი პაციენტების სიჭარბეს, რომელთაც დაახლოებით ერთიდაიგივე, სტანდარტული ჩივილებისაგან განსხვავებული სიმპტომები აღმოაჩნდათ. ექიმმა საკუთარი ეჭვების შესახებ შეატყობინა ხელისუფლებას. მან ივარაუდა, რომ ეს პაციენტები ვირუსის რაღაც ახალი შტამით იყვნენ დაავადებულები.

ძირითადად, პაციენტები იყვნენ ახალგაზრდა, ჯანმრთელი მამაკაცები სხვადასხვა სოციალური და ეთნიკური წარმოშობის, რომელთაც არ აღენიშნებოდათ ყნოსვის და გემოს დაკარგვა, მაღალი ტემპერატურა, ქოშინი და კოვიდის სხვა ტრადიციული სიმპტომები. დაავადების ძირითადი გამოვლინება ამ ადამიანებში (რომელთაგან დაახლოებით ნახევარი არ იყო ვაქცინირებული) იყო ძლიერი საერთო სისუსტე. პაციენტებს შორის ასევე იყო ექვსი წლის გოგონა, მომატებული ტემპერატურით და გახშირებული გულისცემით. საერთო ჯამში კუტზეე ორ ათეულზე მეტ პაციენტს დააკვირდა და ყველა მათგანმა, გოგონას ჩათვლით, ინფექცია მსუბუქად გადაიტანა და შედარებით სწრაფად გამოჯანმრთელდა.

18 ნოემბერს, კუტზეეს პაციენტი გახდა ერთი ოჯახის ოთხი წევრი დადასტურებული კოვიდით. ისინი უჩიოდნენ ძლიერ სისუსტეს. ამის შემდეგ ექიმმა გადაწყვიტა შეეტყობინებინა მომხდარის შესახებ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შესაბამის სამედიცინო ორგანოებისათვის.

ვირუსის გენომის გაშიფვრით აღმოჩნდა, რომ ეს ნამდვილად ახალი შტამია, რომელმაც მიიღო ომიკრონის დასახელება. როგორც ნოემბრის ბოლოსათვის გახდა ცნობილი, ვირუსის ამ ვარიანტს გააჩნია უამრავი მუტაცია, რომელიც ხელს უწყობს მის გავრცელებას და ვაქცინაციით მიღებული იმუნიტეტისადმი მდგრადობას. თუმცა ამის უტყუარი მონაცემები ჯერჯერობით არ არის. რამდენადაა ვაქცინების ეფექტურობა შემცირებული ომიკრონთან დაკავშირებით ამის გარკვევას ცდილობენ მთელი მსოფლიოს მეცნიერები.

ჯერჯერობით ასევე არაა ნათელი როგორ მოქმედებს ომიკრონი ხანდაზმულ პაციენტებზე, განსაკუთრებით არავაქცინირებულებზე.