ალერგიული ადამიანების კორონავირუსით დასნებოვნების რისკი 40%-ით ნაკლებია - კვლევის შედეგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალერგიული ადამიანების კორონავირუსით დასნებოვნების რისკი 40%-ით ნაკლებია - კვლევის შედეგი

კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Thorax.

ლონდონის დედოფალ მარიამის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა შეისწავლეს 16 ათასი ზრდასრული ბრიტანელის მონაცემები 2020 წლის მაისიდან 2021 წლის თებერვლამდე. მოხალისეებს სთხოვეს ინფორმაცია ცხოვრების წესის შესახებ (კვება, დასვენება, სამსახური, ფიზიკური მონაცემები: წონა, სიმაღლე, სხვადასხვა დაავადებები). კვლევის მიმდინარეობისას COVID-19 გამოუვლინდა მათ 3%-ს.

მონაცემთა დეტალურმა ანალიზმა გამოავლინა დაცვის მექანიზმი: ატოპური დაავადებების მქონე პაციენტებს, როგორიცაა ალერგენებით გამოწვეული ეგზემა და დერმატიტი, ასევე ადამიანებს თივის ცხელებით ან რინიტით 23%-ით დაბალი ჰქონდათ კორონავირუსით დასნებოვნების რისკი.

ამას გარდა, ასთმით დაავადებულებს 38%-ით იშვიათად ავადდებოდნენ კორონავირუსით, სტეროიდული ინჰალატორების გამოყენების დროსაც კი.

მეცნიერებმა დააზუსტეს, რომ აზიური წარმოშობის ან დიდ ოჯახში მცხოვრებ ადამიანებს უფრო მეტი რისკი ჰქონდათ COVID-19-ით დაავადების.

კვლევა ტარდებოდა დელტა და ომიკრონის ვარიანტის გამოჩენამდე. ამიტომ ცნობილი არ არის, იცავს თუ არა ალერგიული რეაქციები ახალი შტამებისაგან. კვლევის თანაავტორმა პროფესორმა ადრიან მარტინომ (Adrian Martino) იმედი გამოთქვა, რომ კვლევა სასარგებლო იქნება კორონავირუსის პროფილაქტიკისათვის.