ომიკრონმა ერთ კვირაში 26 ქვეყანა მოიცვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ომიკრონმა ერთ კვირაში 26 ქვეყანა მოიცვა

შემდეგ ამ ვარიანტმა შეაღწია ბელგიაში. 27 ნოემბერს ის აღმოაჩნდა ეგვიპტიდან დაბრუნებულ ჩეხეთის მაცხოვრებელს. შტამი გამოჩნდა ისრაელში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ა.შ.შ-ში, შვედეთში, ინდოეთში, ჰონკონგში, ჩინეთსა და გერმანიაში. ომიკრონი ამჟამად უკვე 26 ქვეყანაშია გავრცელებული.

ახალმა შტამმა შეაშფოთა ევროკავშირი. დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა (ECDC) შექმნა მათემატიკური მოდელი, რომელმაც აჩვენა, რომ ომიკრონზე შეიძლება კორონავირუსით საერთო დასნებოვნების ნახევარზე მეტი მოდიოდეს.

ომიკრონში გამოავლინეს 32 მუტაცია სპაიკ ცილაში, ხოლო თავად შტამს ის 60-ზე მეტი აქვს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მუტანტი წარმოიქმნა იმუნოდეფიციტის მქონე, სავარაუდოდ აივ-ინფიცირებული ადამიანის ორგანიზმში.

ამ შტამის ძირითადი სიმპტომი ძლიერი სისუსტეა. სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, დაავადებულებს არ აღენიშნებათ ხველა, არ კარგავენ ყნოსვასა და გემოს. სპეციალისტები კუნთოვან სისუსტეს უკავშირებენ ტაქიკადიასა და ნერვ-კუნთოვანი გამტარობის დარღვევას.

შტამმა იერიში მიიტანა ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანებსა და ბავშვებზე. მიუხედავად შტამის ამგვარი გავრცელებისა, მეცნიერები ზუსტად ვერ ამბობენ რამდენად გადამდებია ან მომაკვდინებელია იგი. დიდი ბრიტანეთის მეცნიერები უფრო ზუსტი ინფორმაციის მიღებას ომიკრონთან დაკავშირებით, ერთი თვის შემდეგ ფიქრობენ.

ომიკრონმა ასევე შეიძინა ახალი თვისება: მას შეუძლია „გაექცეს“ ვაქცინირებული და დაავადებაგადატანილი ადამიანების სხეულში გამომუშავებულ ანტისხეულებს. თუმცა შტამის ახალი მუტაცია არ უნდა გახდეს აცრაზე უარის თქმის საბაბი, რადგანაც იმუნიზაციის მიზანია კოვიდის მძიმე მიმდინარეობისა და სიკვდილის რისკის შემცირება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა არსებული ვაქცინების ეფექტურობაზე ახალი ვარიანტის მიმართ.

ქვეყნებმა სწრაფად მოახდინეს რეაგირება ახალ აფრიკულ შტამზე. რამდენიმე ქვეყანამ დროებით შეაჩერა ავიამიმოსვლა სამხრეთ აფრიკისა და სხვა ქვეყნებთან. თუმცა ასეთი ღონისძიება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას გადაჭარბებულად მიაჩნია. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვირუსი ცირკულირებს ჯერჯერობით მხოლოდ ერთ პროვიანცი გაუტენგში, ხოლო სხვა ქვეყნებისგან შეზღუდვების დაწესება ეწინააღმდეგება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებსა და სტანდარტებს.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნების გადაწყვეტილება ავიამიმოსვლის აკრძალვასთან დაკავშირებით, გააკრიტიკა. ორგანიზაციის ექსპერტების განცხადებით ეს ღონისძიება ვერ შეაჩერებს ომიკრონის გავრცელებას, სამაგიეროდ ძლიერად დაარტყამს ეკონომიკას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ასევე არ გამორიცხა, რომ ამგვარი მოქმედება ქვეყნებს შორის ეპიდემიოლოგიური მონაცემების გაცვლის მოტივაციას მოსპობს.