საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული 25 წლის ქალი გარდაიცვალა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული 25 წლის ქალი გარდაიცვალა

25 წლის ქალი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი ბათუმის სამშობიარო სახლში მკურნალობდა, თუმცა ოჯახის მოთხოვნით, 32 კვირის ფეხმძიმე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, 25 წლის ქალი ბათუმის სამშობიარო სახლში ოთხი დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმედ არ ფასდებოდა.

„25 წლის კოვიდინფიცირებული ფეხმძიმე ჩვენს კლინიკაში 4 დღის განმავლობაში მკურნალობდა. მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, მაგრამ ძმისა და დედის დაჟინებული თხოვნით თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ. ახლახანს გავიგეთ, რომ იქ გარდაცვლილა. სხვას ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნეს კლინიკაში.

რაც შეეხება ბავშვს, ის საკეისრო კვეთის შედეგად გადაარჩინეს.