"ქართულ საინფორმაციოებს რომ ვუსმენ, გაკვირვებული ვარ... რატომ არის "ომიკრონზე" ასეთი აჟიოტაჟი?" - რას ამბობს აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ახალ შტამზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ქართულ საინფორმაციოებს რომ ვუსმენ, გაკვირვებული ვარ... რატომ არის "ომიკრონზე" ასეთი აჟიოტაჟი?" - რას ამბობს აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ახალ შტამზე

იგი ამ­ბობს, რომ იქ მა­ღალ დო­ნე­ზე გა­მარ­თუ­ლი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მაა და ქვე­ყა­ნა­ში სა­უ­კე­თე­სო მეც­ნი­ე­რე­ბიც ჰყავთ.

თა­მაზ გვი­ლია გვე­სა­უბ­რე­ბა, თუ რო­გორ წარ­მა­ტე­ბუ­ლად მარ­თა ქვე­ყა­ნამ პან­დე­მია და ამ­ბობს, რომ ახალ შტამ­ზე იქ არა­ნა­ი­რი ში­შის სა­ფუძ­ვე­ლი არ არის.

- სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში ამ­ჟა­მად ძა­ლი­ან ნორ­მა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბაა, არა­ვი­თა­რი შიში და და­ძა­ბუ­ლო­ბა არ იგ­რძნო­ბა. ახა­ლი შტამ­ზე რომ ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟი ატყდა, ძა­ლი­ან გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, რა­ტომ არის ასე­თი წუ­ხი­ლი სხვა ქვეყ­ნებ­ში ან მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ. ჩემ­გან სულ სამი სა­ა­თის სა­ვა­ლია, სა­დაც ეგ შტა­მი პირ­ვე­ლად და­ფიქ­სირ­და და ჩვე­ნამ­დე ინ­ფორ­მა­ცია არც მო­სუ­ლა. ჯერ მაგ შტამ­ზე ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არც არის, პრე­ტო­რი­ა­ში და­ი­წყეს კვლე­ვა და ერ­თა­დერ­თი რა ინ­ფორ­მა­ცი­აც სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს მოგ­ვა­წო­დეს, ეს ფორ­მა ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს. პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სახ­ლში მკურ­ნა­ლობს და ქარ­თულ სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­ებს რომ ვუ­ყუ­რებ, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვამ­ბობ­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰგო­ნი­ათ რომ მეტი იცი­ან ამ ახალ შტამ­ზე, ვიდ­რე აქ-მეთ­ქი. "დელ­ტა" ბევ­რად უფრო სა­ში­ში ფორ­მაა, ვიდ­რე "ომიკ­რო­ნი" და ხან­და­ხან ვფიქ­რობ, რომ მსოფ­ლი­ო­ში ვი­ღა­ცებს სჭირ­დე­ბო­დათ ეს აჟი­ო­ტა­ჟი..

- მო­სახ­ლე­ო­ბა აც­რი­ლია?

- დღემ­დე სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში აც­რი­ლია თით­ქმის მე­სა­მე­დი, 28%. 60 მი­ლი­ო­ნი მო­სახ­ლეა, და­ინ­ფი­ცირ­და 2 მი­ლი­ონ 900 ათა­სი, აქე­დან 89 ათა­სი გარ­და­იც­ვა­ლა... . პრო­ვინ­ცი­ა­ში, სა­დაც ვარ, 6 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე 4800 გარ­დაც­ვლი­ლია...

- რო­მე­ლი წლი­დან იმ­ყო­ფე­ბით სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში?

- 2010 წლი­დან 2019 წლის ჩათ­ვლით სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში, დე­და­ქა­ლაქ­ში - იო­ჰა­ნეს­ბურ­გში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, 2020 წელს გა­და­ვე­დი ქა­ლაქ პი­ტერსბურ­გში (ქა­ლა­ქი სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კის ტრან­სვა­ა­ლის პრო­ვინ­ცი­ა­ში)... ქა­ლაქ პი­ტერსბურ­გის აკა­დე­მი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს, ქი­რურ­გი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლა­ვართ. ამ ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ო­ბა კი იმი­ტომ მსურ­და, რომ ტრავ­მა-ქი­რურ­გია სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა. სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა, ყვე­ლა­ფე­რი მა­ღალ დო­ნე­ზეა და ექი­მის შრო­მის და­ფა­სე­ბაც შე­სა­ბა­მი­სი.

- რო­გორც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა, კო­ვიდ­მა სამ­ხრეთ აფ­რი­კაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზა­რა­ლა...

- სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში 55 მი­ლი­ო­ნია ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ბევ­რად მეტს ამ­ბო­ბენ, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში დი­დია არა­ლე­გალ­თა რი­ცხვი და ამი­ტო­მაც მო­სახ­ლე­ო­ბას 60 მი­ლი­ონს და მეტს ვა­რა­უ­დო­ბენ. აქ დღემ­დე ვირუ­სით 89 ათა­სი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, რაც ცოტა არ არის და პი­რი­ქით უზარ­მა­ზა­რი ტრა­გე­დი­აა... სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით არის პრო­ცენ­ტუ­ლად უფრო ნაკ­ლე­ბი გარ­დაც­ვლი­ლი, თო­რემ რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან და­ა­ზა­რა­ლა...

თა­ვი­დან ძა­ლი­ან კარ­გად მარ­თავ­დნენ, შემ­დეგ აი­წია და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვმა. ვფიქ­რობ, აქა­ურ მთავ­რო­ბას ძა­ლი­ან კარ­გი მრჩე­ვე­ლე­ბი ჰყავს, იმ­დე­ნად თან­მიმ­დევ­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გეს. მა­გა­ლი­თად, შე­ზღუდ­ვებ­ში შე­დი­ო­და ალ­კოჰო­ლის აკ­რძალ­ვა, რად­გან ჰოს­პი­ტა­ლებ­ში მეტი ად­გი­ლი გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ. საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია კრი­მი­ნა­ლის დონე და უმე­ტე­სი შემ­თხვე­ვე­ბი ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი ხალ­ხის გამო ხდე­ბა. ამი­ტო­მაც რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ალ­კოჰო­ლის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მა­ღა­ზია და­ი­კე­ტა.

აქ იმ­დე­ნად კა­ნონ­მორ­ჩი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბაა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ნი­ღაბს ატა­რებს. ქუ­ჩა­ში რომ დგას ვინ­მე და მო­წყა­ლე­ბას ითხოვს, მა­საც კი ვერ ნა­ხავთ ნიღ­ბის გა­რე­შე...რომ ამ­ბო­ბენ, აფ­რი­კა­ში სულ ცხე­ლა და ეს უწყობს ხელს ვირუ­სის ნაკ­ლე­ბად გავ­რცე­ლე­ბა­სო, ასე არ არის. ზამ­თარ­ში შე­იძ­ლე­ბა თბი­ლის­ში უფრო მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა იყოს, ვიდ­რე იო­ჰა­ნეს­ბურ­გში. უბ­რა­ლოდ, აქ ძა­ლი­ან მშრა­ლი ჰა­ვაა და სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა 20-25 გრა­დუ­სია. ზამ­თარ­ში იშ­ვი­ა­თად თოვს, მაგ­რამ ელექტრო­ღუ­მე­ლის ან­თე­ბა გვი­წევს, რად­გან ცივა.

წაიკითხეთ სრულად