ურსულა ფონ დერ ლაიენი - მიზანშეწონილია, ევროკავშირის ფარგლებში სავალდებულო ვაქცინაციაზე ვიმსჯელოთ
რომ ევროკავშირში სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ მსჯელობა უნდა დაიწყოს.
„ევროპის მოსახლეობის მესამედი არ არის აცრილი. ეს არის 150 მილიონი ადამიანი. ეს ბევრია. გასაგებია და მიზანშეწონილია ვიმსჯელოთ - როგორ შეგვიძლია წავახალისოთ და პოტენციურად ვიფიქროთ სავალდებულო ვაქცინაციაზე ევროკავშირის ფარგლებში. ამას სჭირდება დისკუსია, საერთო მიდგომა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის მსჯელობა, რომელიც უნდა წარიმართოს,“- აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, "უაღრესად გადამდები" ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ბრძოლაში ვაქცინებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.