რატომ აღწევს უფრო კარგად „ომიკრონი“ უჯრედში, სხვა შტამებთან შედარებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ აღწევს უფრო კარგად „ომიკრონი“ უჯრედში, სხვა შტამებთან შედარებით

- ფურინის საიტში, რაც უზრუნველყოფს პათოგენის უჯრედში შეჭრას. ამ მნიშვნელოვან უბანში აღინიშნება დიდი რაოდენობით ცვლილება და ამით ახალი შტამი პრინციპურად განსხვავდება SARS-CoV-2 სხვა ვარიანტებისაგან. ამასთან „ომიკრონმა“ გაიმეორა ალფა“, „ბეტა“, „გამა“, დელტა“ და სხვა ვარიანტების მრავალი სახიფათო მუტაცია.

„ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებული სერიოზული სამეცნიერო კვლევა ჯერჯერობით არ ჩატარებულა, რადგანაც ის ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ეს ვარიანტი გამოეყო სხვა ახლოსმყოფ შტამებს დაახლოებით ერთი-ორი თვის წინ. ჯერჯერობით სპეციალისტები ინფორმაციას იღებენ ვირუსის გენომიდან, ხოლო ლაბორატორიული ტესტების პასუხები იქნება 3-4 კვირის შემდეგ.

თუმცა, უკვე ცნობილია, რომ SARS-CoV-2 -ის ახალ ვარიანტს საკვანძო ადგილზე აქვს სამი განსაკუთრებული მუტაცია. ეს არის ფურინის საიტი, რომელიც უზრუნველყოფს ვირუსის უჯრედში მარტივ შესვლას. ეს ძალიან ძლიერი ცვლილებაა, რომელიც SARS-CoV-2-ის წინა ვარიანტებს არ ჰქონია.

ის, რომ ეს მუტაციები გააუმჯობესებენ ტრანსმისიურობას (ვირუსის გადაცემას), განაცხადეს ბერნის უნივერსიტეტის სოციალური და პროფილაქტიკური მედიცინის ინსტიტუტის მეცნიერებმა. ისინი დაეყრდნენ კანადელი მეცნიერების სტატიას, რომლებმაც გამოიკვლიეს კორონავირუსუსის სხვადასხვა ვარიანტების მსგავსი ადგილების ერთეული მუტაციები.

უკვე ცნობილია, რომ „ომიკრონი“ დიდი რაოდენობით მუტაციებით გამოირჩევა, რომელთა ნაწილიც მან სხვა შტამებისგან შეკრიბა, ხოლო ნაწილი სრულიად ახალია.

„ომიკრონის“ გენომის დაწვრილებით აღწერის თანახმად, მას გააჩნია 14 მუტაცია, რომელიც ემთხვევა კორონავირუსის სხვა შტამებს და 21 ახალი მუტაცია, სამ ცვლილებას მეცნიერები განსაკუთრებით საშიშად მიიჩნევენ.

N501Y მუტაცია აქვს „ალფა“, „ბეტა“, „გამა“ და „მიუ“ ვარიანტებს და ის სერიოზულად მოქმედებს ვირუსის გადაცემაზე. შვეიცარელი მეცნიერების აზრით, N501Y- სა და Q498R მუტაციის ერთობლიობა მნიშვნელოვნად გაზრდის ადამიანის АСЕ2 რეცეპტორთან შეკავშირების შესაძლებლობას. ეს უკანასკნელი კი ითვლება ვირუსისთვის ორგანიზმის კარიბჭედ.

Е484Q მუტაცია მეორდება კორონავირუსის შვიდ ვარიანტში. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ეს ცვლილებები აქვეითებს ანტისხეულების გამანეიტრალებელ უნარს, რომელიც გამომუშავდება ბუნებრივი ინფექციის შედეგად.

მესამე საშიში მუტაციაა K417N. რამდენიმე სამეცნიერო სტატიის თანახმად, ის საშიშია N501Y-სთან ერთად, რაც აღინიშნება „ომიკრონის“ შემთხვევაში. ერთერთ სამეცნიერო სტატიაში მითითებულია, რომ ეს ორი ცვლილება სრულად ანეიტრალებს ანტისხეულების ეფექტს.

მიუხედავად ამისა, მეცნიერები არ ჩქარობენ ვირუსის ახალ ვარიანტს უწოდონ ყველაზე საშიში. ამისათვის საჭიროა სპეციალური კვლევები. ექსპერტების აზრით სამი კვირის შემდეგ იქნება დელტასა და ომიკრონს შორის შედარების შედეგები ევროპის მაგალითზე, სადაც უკვე მოხვდა ახალი შტამი.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ექიმების ინფორმაციით ვირუსის ეს ვარიანტი ჯერჯერობით არ იწვევს COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობასა და დიდ სიკვდილიანობას. ამასთან ჯერჯერობით გაუგებარია როგორ იმოქმედებს ერთმანეთზე ეს მუტაციები, მათ შეიძლება კი არ გააძლიერონ, არამედ დაასუსტონ ერთმანეთი და ვირუსის პათოგენურობაც კი შეამცირონ.